ალექსანდრე კვიტაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ალექსანდრე კვიტაშვილი''' (დ. [[15 ნოემბერი]], [[1970]], ქ. [[თბილისი]]) — [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ყოფილი [[რექტორი]] (სექტემბერი, 2010 — აგვისტო, 2013), [[საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო|საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის]] ყოფილი [[მინისტრი]]. [[უკრაინა|უკრაინის]] ჯანდაცვის მინისტრი 2014 წლის 2 დეკემბრიდან.
 
განათლებით [[ისტორიკოსი]] (''ევროპისა და აშშ-ს უახლესი ისტორიის სპეციალობით''), სახელმწიფო მართვის სპეციალისტი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და [[ნიუ-იორკი]]ს უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა.
ხაზი 5:
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში; გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში; გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიაში; ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „კურაციოს“ საერთაშორისო ფონდში; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში; ნიუ-იორკში აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (East-West Institute) ადმინისტრაციის დირექტორად.
 
[[2008]] წლის [[31 იანვარი|31 იანვარს]] ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად. [[2010]] წლის [[31 იანვარი|31 აგვისტოს]] არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად და იმავე დღეს გადადგა მინისტრის თანანმდებობიდან<ref>{{cite news|url=http://www.ambebi.ge/sazogadoeba/25194-aleqsandre-kvitashvili-thsu-is-reqtoris-movaleobis-shemsruleblad-airchies.html|title=ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს |date=2010-08-31|work=ნიუსი|publisher=საინფორმაციო პორტალი [http://www.ambebi.ge/ „ამბები.ge“], „ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით|accessdate=2011-01-08}}</ref>, ხოლო [[27 დეკემბერი|27 დეკემბერს]] არჩეულ იქნა უნივერსიტეტის რექტორად<ref>{{cite news|url=http://www.onlinenews.ge/index.php?id=5796&lang=geo|title=თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახდა|date=2010-12-27|work=ნიუსი|publisher=უახლესი ამბების პორტალი [http://www.onlinenews.ge/ onlinenews.ge]|accessdate=2011-01-08}}</ref>. 2014 წლის 2 დეკემბერს, [[უკრაინის უმაღლესი რადა|უკრაინის უმაღლესმა რადამ]] ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა.
 
== სქოლიო ==