ალექსანდრე კვიტაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{DEFAULTSORT:}}
No edit summary
ხაზი 1:
'''ალექსანდრე კვიტაშვილი''' (დ. [[15 ნოემბერი]], [[1970]], ქ. [[თბილისი]]) — [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ყოფილი [[რექტორი]] (სექტემბერი, 2010 — აგვისტო, 2013), [[საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო|საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის]] ყოფილი [[მინისტრი]]. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი 2014 წლის 2 დეკემბრიდან.

განათლებით [[ისტორიკოსი]] (''ევროპისა და აშშ-ს უახლესი ისტორიის სპეციალობით''), სახელმწიფო მართვის სპეციალისტი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და [[ნიუ-იორკი]]ს უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა.
 
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში; გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში; გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიაში; ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „კურაციოს“ საერთაშორისო ფონდში; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში; ნიუ-იორკში აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (East-West Institute) ადმინისტრაციის დირექტორად.