ბოლნისის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
[[1930]] წლამდე ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა [[ბორჩალოს მაზრა]]ში. [[1930]] წლიდან გამოეყო ცალკე რაიონად. [[1943]] წლამდე ეწოდებოდა ლუქსემბურგის რაიონი, [[1963]]-[[1966]] წლებში იმდროინდელი ბოლნისის რაიონი აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის რაიონების ტერიტორიას. [[1966|1966 წელს]] გამოეყო ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებით.
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით საზღვრავს [[მარნეულის მუნიციპალიტეტი]], დასავლეთით ესაზღვრება [[დმანისის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილოეთით ისაზღვრება [[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი]]თ, ხოლო სამხრეთით [[სომხეთი|სომხეთის რესპუბლიკით]]. მუნიციპალიტეტის ფართობია — 804,2 კმ².<ref>[http://nala.ge/munic/ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია]</ref>
 
ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ვაკეებითაა წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთი კიდე — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთით. ვაკე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული სტეპური [[ჰავა]], ზომიერად ცივი [[ზამთარი|ზამთრით]] და ცხელი [[ზაფხული]]თ; ხოლო მთისწინეთში განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი [[ზამთარი|ზამთრით]] და ხანგრძლივი [[ზაფხული]]თ. საშუალო წლიური ტემპერატურა ბოლნისში 12°C შეადგენს. წლის ყველაზე ცივი თვის, [[იანვარი|იანვრის]] საშუალო ტემპერატურაა 0,3°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, [[აგვისტო]]სი — 23,3°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 572 მილიმეტრს, ნალექების მაქსიმუმი [[მაისი|მაისში]] ფიქსიდება (86 მმ), ხოლო მინიმუმი — [[დეკემბერი|დეკემბერში]] (21 მმ).<ref name="usaid" />