ბოლნისის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
[[1930]] წლამდე ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა [[ბორჩალოს მაზრა]]ში. [[1930]] წლიდან გამოეყო ცალკე რაიონად. [[1943]] წლამდე ეწოდებოდა ლუქსემბურგის რაიონი, [[1963]]-[[1966]] წლებში იმდროინდელი ბოლნისის რაიონი აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის რაიონების ტერიტორიას. [[1966|1966 წელს]] გამოეყო ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებით.
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით საზღვრავს [[მარნეულის მუნიციპალიტეტი]], დასავლეთით ესაზღვრება [[დმანისის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილოეთით ისაზღვრება [[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი]]თ, ხოლო სამხრეთით [[სომხეთი|სომხეთის რესპუბლიკით]]. მუნიციპალიტეტის ფართობია 804,2 კმ².
 
ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ვაკეებითაა წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთი კიდე - გორაკ-ბორცვიან მთისწინეთით. ვაკე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით; ხოლო მთისწინეთში განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა ბოლნისში 120C შეადგენს. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,3°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი - 23,3°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 572 მილიმეტრს, ნალექების მაქსიმუმი მაისში ფიქსიდება (86 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (21 მმ).