სენაკის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
მუნიციპალიტეტში 63 დასახლებული პუნქტია, აქედან 1 ქალაქია და 62 სოფელი. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით შეადგენს 51 710 კაცს, აქედან ქალაქად დასახლებულია 26 900 კაცი, მათ შორის 7 120 დევნილია. სოფლად ცხოვრობს 24 800 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 99 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) აღემატება.
 
სამუშაო ჯგუფის მიერ, მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] სხვადასხვა დარგები, საჯარო სამსახურები და ვაჭრობა. მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს: ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ქონების გადასახადი და მცირე მეწარმეობა. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა [[სოფლის მეურნეობა]], გადამამუშავებელი მრეწველობა (საკონსერვო, ღვინის და რძის ქარხნები, სხვა) და [[მრეწველობა]] (ხალიჩების ფაბრიკა, რკინა-ბეტონის კომბინატი, აგურის ქარხანა, სხვა).
 
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება. მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი რესურსი არსებობს. გააჩნია სათესლე ელიტური ჯიშის სოიას წარმოების უდიდესი ტრადიცია და გამოცდილება.
 
==ბუნება==