სენაკის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
'''სენაკის მუნიციპალიტეტი''' (1935 წლამდე '''ძველი სენაკი'''; 1935-1989 წლებში '''ცხაკაიას რაიონი''') — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, [[სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე]]ში. 1917 წლამდე ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა [[ქუთაისის გუბერნია]]ში, როგორც [[სენაკის მაზრა]], 1921 წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტირიული დაყოფით ისევ [[სენაკის მაზრა]]ა. 1930 წლიდან იყო დამოუკიდებელი რაიონი. ამჟამად [[მუნიციპალიტეტი]].
 
სენაკის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი]], ჩრდილო-აღმოსავლეთით [[მარტვილის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთით [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთ-აღმოსავლეთით [[აბაშის მუნიციპალიტეტი]], ხოლო დასავლეთით [[ხობის მუნიციპალიტეტი]]. სენაკის მუნიციპალიტეტის ფართობია 520.,7 კმ².
 
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხეთის დაბლობსა და მთისწინეთს მოიცავს. მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია დაფარულია ტყეებით. მუნიციპალიტეტის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +13.80C. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა +4.9 0C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი, კი +23.0C .წელიწადში აქ საშუალოდ 1 620 მმ ნალექი მოდის, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში ხოლო მინიმუმი იანვარში.