სენაკის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები, + შესავალი
ხაზი 15:
|ეროვნება = [[ქართველები]] 99.4%<br />[[რუსები]] 0.4%<br />[[აფხაზები]] 0.1%<ref name="საქსტატი">[http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/census/2002/II%20tomi%20.pdf საქსტატის 2002 წლის სოფლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები].</ref>
}}
'''სენაკის მუნიციპალიტეტი''' (1935 წლამდე '''ძველი სენაკი'''; 1935-1989 წლებში '''ცხაკაიას რაიონი''') — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, [[სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე]]ში. 1917 წლამდე ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში, როგორც სენაკის მაზრა, 1921 წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტირიული დაყოფით ისევ სენაკის მაზრაა. 1930 წლიდან იყო დამოუკიდებელი რაიონი. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
'''სენაკის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული [[მუნიციპალიტეტი]] [[სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე]]ში.
 
სენაკის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მარტვილის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით აბაშის მუნიციპალიტეტი, ხოლო დასავლეთით ხობის მუნიციპალიტეტი. სენაკის მუნიციპალიტეტის ფართობია 520.7 კმ².
 
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხეთის დაბლობსა და მთისწინეთს მოიცავს. მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია დაფარულია ტყეებით. მუნიციპალიტეტის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +13.80C. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა +4.9 0C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი, კი +23.0C .წელიწადში აქ საშუალოდ 1 620 მმ ნალექი მოდის, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში ხოლო მინიმუმი იანვარში.
 
მუნიციპალიტეტში 63 დასახლებული პუნქტია, აქედან 1 ქალაქია და 62 სოფელი. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით შეადგენს 51 710 კაცს, აქედან ქალაქად დასახლებულია 26 900 კაცი, მათ შორის 7 120 დევნილია. სოფლად ცხოვრობს 24 800კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 99 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) აღემატება
 
სამუშაო ჯგუფის მიერ, მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, საჯარო სამსახურები და ვაჭრობა. მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს: ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ქონების გადასახადი და მცირე მეწარმეობა. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა (საკონსერვო, ღვინის და რძის ქარხნები, სხვა) და მრეწველობა (ხალიჩების ფაბრიკა, რკინა-ბეტონის კომბინატი, აგურის ქარხანა, სხვა).
 
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება. მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი რესურსი არსებობს. გააჩნია სათესლე ელიტური ჯიშის სოიას წარმოების უდიდესი ტრადიცია და გამოცდილება.
 
==ბუნება==