ხასეხემუი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ითვლება, რომ ხასეხემუი გამეფდა ფარაონ [[სეხემიბი]]ს სიკვდილის შემდეგ, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც სეთ-პერიბენი. სამეფო წარწერები ითვლიან ასევე ერთ ფარაონს ხასეხემს. სეხემიბის, [[სეთ-პერიბსენი]]ს და ხასეხემუის მეფობის შუალედებს შორის, თუ გავითვალისწინებთ სახელების ხასეხიმის და ხასეხემუის მსგავსებას და იმ ფაქტს, რომ ხასეხემის საფლავი არ არის აღმოჩენილი, შესაძლოა ჩაითვალოს ხასეხემი და ხასეხემუი ერთ პიროვნებად. ხასეხემმა რაც ნიშნავს „კვერთხით გაბრწყინებული“ შესაძლოა თავისი სახელი შეცვალა ხასეხემუით რაც ნიშნავს „ორი კვერთხით მბრწყინავს“, ეგვიპტის შიდა სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ხასეხემუიმ დაამარცხა და ტახტიდან ჩამოაგდო ფარაონი სეთ-პერიბსენი ნუბიაზე გამარჯვების შემდეგ.
 
ხასეხემუი გამოირჩეოდა ასევე სხვადასხვა გამარჯვებებით. მან დატოვა რამდენიმე მონუმენტი, რომელიც ამტკიცებს [[ქვემო ეგვიპტე|ქვემო ეგვიპტის]] გამარჯვებას [[ზემო ეგვიპტე]]ზე. დელტაზე მომხდარი ამბოხება ხასეხემუიმ მკაცრად ჩაახშო, რა დროსაც დაიღუპა 48 205 ადამიანი და 47 209 კი დაატყვევეს. ხასეხემუიმ ორ ქვის ჭურჭელზე წარმოადგინა [[ზემო ეგვიპტე|ზემო ეგვიპტის]] ქალღმერთ ნებეხტის მიერ ზემოეგვიპტური გვირგვინის მასზე გადაცემის სცენა, ნიშნად ზემო და ქვემო ეგვიპტის მიწების გაერთიანებისა. იქვე იკითხება წარწერა „ქვემო ეგვიპტის დამარცხების წელი“.
 
ხასეხემუიმ კვლავ გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე მთლიან სახელმწიფოდ. მისი სახელიც ,,ორი კვერთხით მბრწყინავი“ სავარაუდოდ უნდა ნიშნავდეს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შერიგებას, ამიტომ ფარაონ ხასეხემუის სერეხი გაჯერებულია ორივე მიწის მფარველი ღვთაებებით: [[ჰორი]]თ და [[სეთი]]თ. არც ამ ფარაონამდე და არც მის შემდეგ ასეთ შინაარსის სიმბოლოები არ გამოყენებულა. ხასეხემუის სიკვდილის შემდეგ სამეფო სერეხებიდან მაშინვე წაიშალა ღვთაება სეთის სახელი. რამდენიმე ეგვიპტოლოგი თვლის, რომ ხასეხემუი იყო ძველი ეგვიპტის ჭეშმარიტი გამაერთიანებელი და არა ფარაონები [[მენესი]] და [[ნარმერი]] ან მეფე [[სკორპიონ I|სკორპიონი]].
ხაზი 11:
 
ხასეხემუი დაკრძალულია [[აბიდოსი (ეგვიპტე)|აბიდოსში]], ადგილობრივ ნეკროპოლში [[უმ-ელ-ქააბა]]ში. მან თავის საფლავის გასაკეთებლად გამოიყენა არამარტო მზეზე გამომწვარი აგურები, არამედ ქვის ბლოკებიც. მისი განსასვენებელი შედგებოდა 58 ოთახისაგან, რომელიც განლაგებული იყო ცენტრალური ქვის ჩასასვენებელის გარშემო.
სავარაუდოა, რომ ხასეხემუი იყო მეორე დინასტიის უკანასკნელი ფარაონი, რადგან არის მონაცემები მის ცოლზე დიდ დედოფალ [[ნიმაათაპი|ნიმაათაპიზენიმაათაპზე]], რომელიც იყო [[ეგვიპტის მესამე დინასტია|მესამე დინასტიის]] დამფუძნებელ ფარაონ [[ჯოსერი]]ს დედა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხასეხემუი“-დან