ალექსანდრე ყაზბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[imageსურათი:Kasbeg.jpg|thumb|left|ყაზბეგი, ალექსანდრე]]
'''ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი''' (* 2 იანვარი/[[20 იანვარი]], [[1848]], [[სტეფანწმინდა]] † 19 დეკემბერი/[[22 დეკემბერი]], [[1893]], [[თბილისი]], დაკრძალულია [[სტეფანწმინდა]]ში), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი.
 
==ბიოგრაფია==
ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს ([[1859]]), შემდეგ კანონიჩის ([[1862]]) პანსიონში. [[1863]]-იდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, [[1867]]-[[1870]] - [[მოსკოვი|მოსკოვის]] სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. [[1879]]-მდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში "ნამწყემსარის მოგონებანი", [[1883]]). [[1879]]-იდან თბილისში ცხოვრობდა.
 
==შემოქმედება==
თბილისში დაბრუნებული ალ. ყაზბეგი თეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი გახლდათ (ორიგინალური პიესები - "ერთი უბედურთაგანი", [[1879]], დაიდგა 1880; "არსენა", დაიდგა 1882; "წამება ქეთევან დედოფლისა", დაიბეჭდა [[1883]], დაიდგა [[1889]]; გადმოკეთებული - "დილა ქორწილის შემდეგ", [[1882]]; "ცხოვრების თანამგზავრი", 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). პირველი მოთხრობა "ციცკა" [[1880]] გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ი. ჭავჭავაძის "ივერიაში". 1881 "დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები "ელისო", "მამის მკვლელი" (ორივე [[1882]]), "ციკო" (1883), "განკიცხული", "ხევისბერი გოჩა" (ორივე [[1884]]), "მოძღვარი" ([[1885]]) და სხვა. [[1886]]-[[1887]] მძიმედ დაავადდა, [[1890]]-იდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.
 
ყაზბეგი ქართული [[კრიტიკული რეალიზმი|კრიტიკული რეალიზმის]] მიმდევარი და ქართველი "[[სამოციანელები|სამოციანელების]]" ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, [[მოხევეები|მოხევეთა]] სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი; სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. ხევის ცხოვრება აისახა "ელგუჯასა" და "მამის მკვლელში", "მოძღვარსა" და "ხევისბერ გოჩაში". მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას (ი. მეუნარგია).
ხაზი 17:
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://testireba.ge/authors/author.aspx?AuthorId=53 ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება]
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:ყაზბეგი, ალექსანდრე}}
ხაზი 27:
 
[[de:Aleksandre Qasbegi]]
[[ca:Alexander Qazbeghi]]
[[en:Alexander Kazbegi]]
[[fi:Aleksandre Qazbegi]]
[[ru:Казбеги, Александр]]