ფსიქოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.241.74.222-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა TemurKikava-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 24:
=== ემპირიული ფსიქოლოგია ===
საუკუნეების მანძილზე ფსიქოლოგია სულის შესახებ მოძღვრებად ითვლებოდა. მე-17 საუკუნიდან [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები|საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა]] ინტენსიურმა განვითარებამ გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, კერძოდ, ფსიქიკის გაგებაზე. სული, რომელიც დაკვირვებადი მოვლენების მიღმა არსებობს და აუხსნელ ძალად რჩება გამოირიცხა მეცნიერებიდან. ე.წ. ემპირიული ფსიქოლოგიის ხანაში ფსიქოლოგია შეისწავლის რეალურ ფსიქიკურ სინამდვილეს, ემპირიულ ანუ გამოცდილებაში მოცემულ ფსიქიკურ მოვლენებს. ამ კონცეფციის თანახმად ფსიქიკა ძირითადად გაგებულია როგორც მატერიალური სამყაროდან მოწყვეტილი, საზოგადოებრივი მოვლენებისაგან დამოუკიდებელი დახშული ფსიქიკური სამყარო. ამასთან ერთად ცალკეული ფსიქიკური მოვლენები შეისწავლებოდა ადამიანის, მთლიანი [[პიროვნება|პიროვნებისაგან]] დამოუკიდებლად. ითვლებოდა, რომ ფსიქიკური პროცესების დაკვირვება მხოლოდ თვით სუბიექტს, ამ პროცესების განმცდელს შეუძლია და ამიტომ, ერთადერთ მეთოდად აღიარებული იყო თვითდაკვირვება ანუ [[ინტროსპექცია]], რომელიც ხშირად სუბიექტივისტური შეცდომების წყაროს წარმოადგენს.
 
=== ვუნდტის ფსიქოლოგიური ლაბორატორია ===
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, [[ვილჰელმ ვუნდტი|ვილჰელმ ვუნდტს]], რომელმაც 1887 წელს [[ლაიფციგი|ლაიფციგში]] დააარსა პირველი ფსიქოლოგიური [[ლაბორატორია]]. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და [[აღქმა|აღქმის]] ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების [[სიჩქარე]]. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ვუნდტის სისტემა იყო ელემენტარისტული, რადგან მასში ცნობიერება მარტივი ერთეულებისაგან აგებულად განიხილებოდა.
 
=== გეშტალტფსიქოლოგია ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფსიქოლოგია“-დან