მეტივური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
'''მეტივური''', ქართული ხალხური შრომის პოეზიის სახეობა; გუნდური სიმღერა, რომელსაც ასრულებდნენ მეტივეები ტივის დაცურების დროს. როგორც ჟანრი უძველეს ხანაში უნდა იყოს გაჩენილი ([[სტრაბონი]]სა და [[ჰეროდოტე]]ს ცნობები [[საქართველო]]ში მდინარეებზე ხე-ტყის ტრანსპორტირების შესახებ), თუმცა ჩვენამდე მოღწეული ტექსტების მნიშვნელოვანი ნაწილი სამრეწველო კაპიტალიზმის ეპოქაშია შექმნილი. მეტივურს ასრულებს 2 მეტივე ერთიმეორის შენაცვლებით, გაბმული ბანის ფონზე. ოღონდ მეტივის მელოდია თხრობითი ხასიათისაა და რეჩიტატივით ვითარდება. მეტივურში მთავარია პოეტური ტექსტი, რომელიც ნებისმიერი შეიძლება იყოს, იგი ზოგჯერ სიმღერის პროცესში იქმნება. ხშირია 2 მეტივის ერთმანეთთან გაშაირება, შეჯიბრი. შაირები მაღალი ოსტატობითა და იუმორით ხასიათდება. მეტივურის ნიმუშები ჩაიწერეს ზ. გულისაშვილმა, ვ. კოტეტიშვილმა, გ. კალანდაძემ და სხვებმა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტივური“-დან