გიორგი რეხვიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 52:
== კარიერა ==
 
რეხვიაშვილმა კარიერა თავის მშობლიურ ქალაქის კლუბში, [[რუსთავი|რუსთავის]] [[მეტალურგი რუსთავი (საფეხბურთო კლუბი)|„მეტალურგში“]] დაიწყო, ის გუნდში 2009 წელს ჩაირიცხა და 65 თამაშის ჩატარება მოახერხა, კლუბში კარგი თამაშის გამო, მისით საქართველოს უძლიერესი კლუბი, [[თბილისი|თბილისის]] [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|„დინამო“]] დაინტერესდა, გიორგი თბილისურ კლუბს შეუერთდა. 1 წლის შემდეგ იჯარის წესით გადავიდა [[საჩხერე|საჩხერის]] [[ჩიხურა საჩხერე (საფეხბურთო კლუბი)|„ჩიხურაში“]], სეზონის დასრულების შემდეგ „დინამომ“ ქართველი ფეხბურთელი ისევ დაიბრუნა, 10 მატჩის ჩატარების შემდეგ კი, რეხვიაშვილმა საჩხერერეში დაბრუნება გადაწყვიტა, „ჩიხურაში“ შესანიშნავად ითამაშა, [[უეფა-ს ევროპის ლიგა|ევროპის ლიგაზე]] დიდი წვლილი შეიტანა გუნდის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაში. მისით თურქული [[ბურსასფორი (საფეხბურთო კლუბი)|„ბურსასფორი“]] და [[მაჰაჩყალა|მაჰაჩყალის]] [[ანჟი მაჰაჩყალა (საფეხბურთო კლუბი)|„ანჟი“]] დაინტერესდა, საბოლოოდ გიორგიმ თურქეთის პირველი ლიგის კლუბ „ბოლუსფორთან“ 2 წლიან კონტრატს მოაწერა ხელი. სეზონის დაწყებიდან პირველ 5 მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე, ხოლო მეექვსეში, [[ალთორნოდუ (საფეხბურთო კლუბი)|„ალთორნოდუს“]] წინააღმდეგ გამართულ მატჩში ვარედინი მყესები გაიწყვიტა და 43-ე წუთზე შეცვალეს.<ref>[http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/70814-giorgi-rekhviashvilma-jvaredini-myesebi-gaitsyvita.html გიორგი რეხვიაშვილმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 24 ნოემბერი, 2014.</ref> გიორგი მაისამდე მოედანზე დაბრუნებას ვერ შეძლებს, ამიტომ ვინაიდან თურქეთის პირველი ლიგის კლუბებს განაცხადში მხოლოდ სამი ლეგიონერის შეყვანის უფლება აქვთ, რეხვიაშვილმა კლუბთან კონტრაქტი შეაჩერა და ტრავმის მოშუშებამდე ლეგიონერის ადგილი გაათავისუფლა. ოპერაციის შემდეგ გიორგი თურქეთში დარჩა, იზმირის საუკეთესო კლინიკაში კლუბის ხარჯით მკურნალობს, რეაბილიტაციის პერიოდში კომპენსაციასაც გადაუხდიან. გამოჯანმრთელების შემდეგ სამედიცინო შემოწმებას თავიდან გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტი ისევ ამოქმედდება.<ref>[http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/72095-thurqethshi-es-shesadzlebelia-ra-khdeba-rekhviashvilsa-da-qbolusforsq-shoris.html თურქეთში ეს შესაძლებელია - რა ხდება რეხვიაშვილსა და "ბოლუსფორს" შორის?], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 27 ნოემბერი, 2014.</ref>
 
== პირადი ცხოვრება ==