გაიუს მარიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(რეზიუმე წაიშალა)
ხაზი 10:
შემდეგ წელს მან სცადა [[ედილუსი|ედილუსად]] არჩევა, მაგრამ წარუმატებლად. ცოტა ხანში კი უკვე [[პრეტორი|პრეტორად]] არჩევა სცადა. იგი უკანასკნელი კანდიდატი იყო ვინც აირჩიეს და მაშინვე ბრალი დასდეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში. მიუხედავად მძიმე სასამართლო პროცესისა მარიუსი გაამართლეს. პრეტორად ყოფნისას მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მას ერგო [[გარე ესპანეთი]]. იმ დროს ეს საკმაოდ ველური რეგიონი იყო. მარიუსმა იგი გაწმინდა ყაჩაღებისგან. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, დაახ. [[ძვ. წ. 110]] წელს, მან ცოლად [[იულია]], სენატორ [[გაიუს იულიუს კეისარი (უფროსი)|გაიუს იულიუს კეისარის]] და მოიყვანა ცოლად, რომელიც ძველი პატრიციული გვარის წარმომადგენელი იყო.
 
მარიუსის მტკიცე ხასიათზე მეტყველებს ისიც თუ როგორ გადაიტანა მან ქირურგიული ოპერაცია. მას ვენების გაფართოება ჰქონდა, ოპერაციის გაკეთების წინ მან არ მისცა ექიმს მისი დაბმის უფლება. როდესაც ოპერაცია ერთ ფეხზე ისე დასრულდა რომ მარიუსს კვენაცკვენესაც არ დასცდენია და ექიმმა მეორე ფეხზე გადასვლა დააპირა, მარიუსმა გააჩერა იგი და თქვა ”როგორც ჩანს განკურნება არ მიღირს ტკივილად”.<ref>პლუტარქე, გაიუს მარიუსი, 6</ref>
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაიუს_მარიუსი“-დან