პლატონი: განსხვავება გადახედვებს შორის

(188.129.244.213-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვ...)
 
== ბიოგრაფია ==
პლატონი იმ ცნობილ პორნოვარსკვლავთა რიცხვს განეკუთვნება,რომელთაც გარდატეხა მოახდინეს პორნო ინდუსტრიის განვითარების იტორიაში.მან აღმოაჩინა ახალი პოზები,მათი დახვეწა კი უკვე არისტოტელეს ერგო წილად. დიახ,დიახ, ზოგიერთმა შეიძლება არ იცოდეს, რომ აწ უკვე ყველასათვის ცნობილი "კამასუტრას პოზები" არის პლატონის და მისი მოწაფის არისტოტელეს პოზების დახვეცილი ვერსია.ხოლო რაც შეეხება პატივსაცემ სოკრატეს,მისი მოწაფე გახლდათ პატივცემული,ზემოთ ხსენებული,უაღესად ბუმბერაზი მოღვაწე პლატონი.სწორედ პლატონს ჩაუნერგა არისტოტელემ ჭეშმარიტი პორნოგრაფიის სიყვარული და სწორად აღქმა,მათი მოსაზრებები ემყარებოდა სხეულის წინა პლანზე დგომას და არამც და არამც,როგორც ცნობილ უძველეს ნაწარმოებშია,,ვეფხისტყაოსანში'' გმირებს შორის სულიერი კავშირი და ,,შორით ტკბობა''.
პლატონი სავარაუდოდ [[ათენი|ათენში]] ან [[ეგინა]]ში დაიბადა მაისში ან დეკემბერში ძვ.წ. 428 ან 427 წელს საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში. მამამისს არისტონი ერქვა, დედას კი - პერიქციონა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. ჰელენისტი ისტორიკოსის დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო. მეორე ვერსიით პლატონს სახელი მისი ფართო შუბლის, ან მისი ვრცელი შეხედულებების გამო ეწოდა (პლატოს [[ბერძნული ენა|ბერძნულად]] ფართეს, ვრცელს ნიშნავს).
 
პლატონი [[სოკრატე]]ს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებლზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთ საზოგადეობაში ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა. სოკრატეს სიკვდილიდან მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში პლატონი მოგზაურობს [[იტალია]]ში, [[სიცილია]]სა და [[ეგვიპტე]]ში ცოდნის გასაღრმავებლად.
 
40 წლის ასაკში, [[ათენი|ათენში]] დაბრუნების შემდეგ, პლატონი აკადემოსის ჭალაში, ათენთან, აფუძნებს ერთ-ერთ უძველეს დღემდე ცნობილ ორგანიზებულ სკოლას დასავლურ სამყაროში. აკადემია მიწის შემოსაზღვრული ვრცელი ნაკვეთი იყო, რომელიც ერთ დროს ათენის მოქალაქეს, სახელად აკადემოსს, ეკუთვნოდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ადგილს სახელი უძველესი გმირის პატივსაცემად დაერქვა. ამ აკადემიამ იმოქმედა [[529]] წლამდე, როდესაც ის [[იუსტინიანე I]] ბიზანტიელმა დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ამ აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის [[არისტოტელე]]ც.
 
პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა [[პლატონის ფორმათა თეორია]]ში; ანაქსაგორას მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ სოკრატეს ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; პარმენიდეს მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა.
 
== შრომები ==
ანონიმური მომხმარებელი