კილიკიის სომეხთა სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის hy:Կիլիկիայի հայկական թագավորություն
No edit summary
ხაზი 3:
'''კილიკიის სომხეთის სახელმწიფო''', ფეოდალური სამთავრო, შემდეგ კი სამეფო, რომელიც [[კილიკია]]ში არსებობდა [[1080]]-დაინ [[1375]]-მდე. აღმოცენდა [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] დასაწყისში, ბიზანტიის მიერ ვასპურაკანის, ანისისა და კარის (ყარსი) დაპყრობის შედეგად, რასაც მოჰყვა დაპრობილი ტერიტორიიდან სომხების მასობრივი აყრა და გადასახლება იმპერიის დასავლეთ ნაწილში. სელჩუკების შემოსევების შემდეგ (XI საუკუნის II ნახევარი) ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. კილიკიაში სომხურმა მოსახლეობამ რაოდენობით თანდათანობით გადააჭარბა ადგილობრივს.
 
[[1080]] წელს ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყდა სომეხი ფეოდალი რუბენი, რომელმაც მთიანი კილიკია დამოუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადა. შემდეგ რუბენის მემკვიდრები ბარის კილიკიასაც დაეუფლნენ. სამთავრო განსაკუთრებით გაძლიერდა ლეონ II-ის დროს ([[1187]]-[[1219]]). [[1198]] წელს კილიკიის სომხეთის სამთავრო სამეფოდ გამოცხადდა, ხოლო მისი მთავარი [[ლეონ II]] მეფედ ეკურთხა ქ. [[ტასოსი|ტასოსში]]. სამეფო ეკონომიკურად დაწინაურდა - განვითარდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ვაჭრობა.
 
[[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] I ნახევარში მონღოლების შემოსევების თავიდან ასაცილებლად კილიკიის სომხეთის სახელმწიფოს მმართველებმა დამპყრობლების ვასალობა აღიარეს, რამაც გაამწვავა ეგვიპტის სულთანთან დამოკიდებულება. 1321-1360-იან წლებში [[მამლუქები]] რამდენიმეჯერ შეიჭრნენ კილიკიაში და ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიტაცეს. [[1375]] წელს კილიკიის უკანასკნელი მეფე [[ლევონ V]] დაატყვევეს და კაიროში გაგზავნეს. კილიკიის სომხეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.