კორნელი კეკელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
კორნელი სამსონის ძე კეკელიძე 1879 წლის 30 აპრილს დაიბადა [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ ტობანიერში (ამჟამ. [[ვანის მუნიციპალიტეტი]]). სწავლობდა [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში. 1904 წელს დაამთავრა [[კიევი|კიევის]] სასულიერო აკადემია. 1905-1906 წლებში მასწავლებლობდა [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და [[თბილისი|თბილისში]]. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა]] და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კორნელი კეკელიძე იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 წლებში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, ხოლო 1926-1930 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921-1930 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936 წლებში ხელმძღვანელობდა [[ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი|ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის]] ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949 წლებში განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი (1927 და 1929 წლებში).<ref name="qse"/>
 
კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ [[1905|1905 წელს]] ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 წელს გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ ([[რუსული ენა|რუსულ ენაზე]], ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, [[1908|1908 წელს]]) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.<ref name="qse"/>
 
1905-1912 წლებში თანამშრომლობდა კიევის სასულიერო აკადემისთან, 1912-1917 წლებში მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“, რუსულ ენაზე, [[1912|1912 წელი]], მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; „ძველი ქართული არქიერატიკონი“, რუსულ ენაზე, [[1912|1912 წელი]]) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა [[გელათი|გელათში]] ([[1905|1905 წელს]]) და [[სვანეთი|სვანეთში]] ([[1911|1911 წელს]]) დაცული ქართული ხელნაწერები. 1948-1954 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: [[1918]] და [[1946|1946 წლებში]] გამოსცა ქართული [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული]] თხზულებების [[კიმენი|კიმენურ]] რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი [[ლათინური ენა|ლათინურად]] თარგმნა), [[1930|1930 წელს]]  — [[ნოდარ ციციშვილი]]ს „შვიდი მთიები“, [[1935|1935 წელს]]  — [[იოანე საბანისძე| იოანე საბანისძის]] „აბო თბილელის წამება“ და [[ბასილი ზარზმელი]]ს „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, [[1936]] და [[1948|1948 წლებში]]  — [[იოანე ბატონიშვილი]]ს „კალმასობის“ ორტომეული (თანარედაქტორი [[ალექსანდრე ბარამიძე]]), [[1938|1938 წელს]] — „ვისრამიანი“ (თანარედაქტორები ალექსანდრე ბარამიძე და [[პავლე ინგოროყვა]]), [[1941|1941 წელს]] — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი“ და სხვა.<ref name="qse"/>
 
კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა ([[1923]]—[[1960|1960 წლებში]] ოთხჯერ გამოიცა). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, [[1938|1938 წელს]]). [[1955|1955 წელს]] [[იტალია|იტალიის]] დედაქალაქ]] [[რომი|რომში]] [[გერმანული ენა|გერმანულ ენაზე]] გამოქვეყნდა [[მიხეილ თარხნიშვილი]]სა და [[იულიუს ასფალგი]]ს მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.<ref name="qse"/>
 
კორნელი კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ [[ისტორიოგრაფია|ისტორიოგრაფიასაც]], აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]] და 2 [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენით]].<ref name="qse"/>