კორნელი კეკელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ [[1905|1905 წელს]] ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 წელს გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ ([[რუსული ენა|რუსულ ენაზე]], ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, [[1908|1908 წელს]]) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.<ref name="qse"/>
 
1905-1912 წლებში თანამშრომლობდა კიევის სასულიერო აკადემისთან, 1912-1917 წლებში მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“, რუსულ ენაზე, [[1912|1912 წელი]], მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; „ძველი ქართული არქიერატიკონი“, რუსულ ენაზე, [[1912|1912 წელი]]) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა [[გელათი|გელათში]] ([[1905|1905 წელს]]) და [[სვანეთი|სვანეთში]] ([[1911|1911 წელს]]) დაცული ქართული ხელნაწერები. 1948-1954 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: [[1918]] და [[1946|1946 წლებში]] გამოსცა ქართული [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული]] თხზულებების [[კიმენი|კიმენურ]] რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი [[ლათინური ენა|ლათინურად]] თარგმნა), [[1930|1930 წელს]] — [[ნოდარ ციციშვილი]]ს „შვიდი მთიები“, [[1935|1935 წელს]] — [[იოანე საბანის ძესაბანისძე| იოანე საბანის ძისსაბანისძის]] „აბო თბილელის წამება“ და [[ბასილი ზარზმელი]]ს „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, [[1936]] და [[1948|1948 წლებში]] — [[იოანე ბატონიშვილი]]ს „კალმასობის“ ორტომეული (თანარედაქტორი [[ალექსანდრე ბარამიძე]]), [[1938|1938 წელს]] — „ვისრამიანი“ (თანარედაქტორები ალექსანდრე ბარამიძე და [[პავლე ინგოროყვა]]), [[1941|1941 წელს]] — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი“ და სხვა.<ref name="qse"/>
 
კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა ([[1923]]—[[1960|1960 წლებში]] ოთხჯერ გამოიცა). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, [[1938|1938 წელს]]). [[1955|1955 წელს]] [[იტალია|იტალიის დედაქალაქ]] [[რომი|რომში]] [[გერმანული ენა|გერმანულ ენაზე]] გამოქვეყნდა [[მიხეილ თარხნიშვილი]]სა და [[იულიუს ასფალგი]]ს მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.<ref name="qse"/>