სუფიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q9603
ხაზი 17:
 
== ურთიერთობა ისლამთან ==
სუფიზმის გაჩენის პირველივე წლებიდან მწვავე საკითხად იდგა მისი ”ლეგიტიმურობის”, ისლამის (დოგმატურ) ფარგლებში მოქცევის პრობლემა. ულემის მხრიდან სუფიების მუდმივმა დევნამ და კრიტიკამ მუსლიმ მისტიკოსებს ხელში საპოლემოკო კალამი ააღებინა. პოლემიკა კი ამ საკითხის ირგვლივ დღემდე გრძელდება . ერთი მხრივ, ძნელია სუფიზმის ისტორიასა და თანამედროვეობაში ”თავისუფალი ფორმების” შარიათის წესებთან წინააღმდეგობრიობის უგულებელყოფა, მეორე მხრივ კი – მისი მემკვიდრეობის, მუსლიმური აზრისა და სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილის, უდიდესი კულტურულ-სიფოლოფიური წარსულისა და მნიშვნელობის უარყოფა.nuuumtaanjaavtraa:((
 
სუფიურ ტრადიციაში დაშვებული მრავალი ელემენტი [[ყურანი|ყურანსა]] და წმინდა გადმოცემებში ნაკლებ ”გამართლებას” ჰპოვებს. ორთოდოქსი მუსლიმები, დოგმატური თვალსაზრისით, სამართლიანად აკრიტიკებდნენ შეიხებისა და პირების, მათი საფლავებისა და აკლდამების გაკულტების და სარიტუალო მონახულებას (“ზიარათ”) ტრადიციას, მუსიკალური ელემენტის შეტანას ლოცვასა და ღვთისმსახურებაში (ზოგჯერ ყავის და მათრობელი საშუალებების გამოყენებას). კლასიკური სუნიტური სწავლებისათვის სრულიად მოუთმენელი იყო ასევე ზოგიერთი სუფის მხრიდან სასწაულების მოხდენის უნარის მტკიცება (“კარამათ”) – ”კარდიოგნოზია” (”გულისთქმის ცოდნა”), არაფრისგან საკვების მოპოვება, ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა და ა.შ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუფიზმი“-დან