კორნელი კეკელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
| საიტი = [http://publish.dlf.ge/vaxtangvi/kornelikekelidze/index_01.htm აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის თბილისის 29-ე საჯარო სკოლა]
}}
'''კორნელი სამსონის ძე კეკელიძე''' (დ. [[1830 აპრილი]], <small>[[30ძვ .სტ. 18 აპრილი]]</small>, [[1879|1879 წელი]], სოფ. [[ტობანიერი]], [[ვანის რაიონი]] ― გ. [[7 ივნისი]], [[1962|1962 წელი]], [[თბილისი]]), ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი ([[1941|1941 წლიდან]]), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ([[1943|1943 წლიდან]]).<ref name="qse"> ''ბარამიძე ა.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 461, თბ., 1980 წელი</ref>
 
სწავლობდა[[ თბილისის სასულიერო სემინარია]]ში. [[1904|1904 წელს]] დაამთავრა [[კიევი|კიევის]] სასულიერო აკადემია. [[1905]]—[[1906|1906 წლებში]] მასწავლებლობდა [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და [[თბილისი|თბილისში]]. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა]] და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. [[1916|1916 წელს]] დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კორნელი კეკელიძე იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] ერთ-ერთი დამაარსებელი. [[1918|1918 წლიდან]] გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას.[[1919]]-[[1925|1925 წლებში ]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, ხოლო [[1926]]—[[1930|1930 წლებში]] სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. [[1921]]—[[1930|1930 წლებში]] ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, [[1933]]—[[1936|1936 წლებში]] ხელმძღვანელობდა [[ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი|ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის]] ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. [[1942]]—[[1949|1949 წლებში]] განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი ([[1927]] და [[1929|1929 წლებში]]).<ref name="qse"/>