პროტესტანტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

((ბოტი: Luther46c.jpg შეიცვალა Martin_Luther,_1529.jpg-ით))
 
პროტესტანტები იზიარებენ ზოგადქრისტიანულ წარმოდგენას ღმერთზე, იესო ქრისტესა და სულიწმინდაზე, აღიარებენ სამებას და ნიკეო-კონსტანტინოპოლის აღსარებას, სწამთ სულის უკვდავების, იესოს მეორედ მოსვლის, საბოლოო განკითხვის და ცათა სასუფევლის. ამასთან ერთად, პროტესტანტიზმმა წამოაყენა 3 ძირითადი თეზისი: სულის ხსნა პერსონალური რწმენით, მორწმუნეთა საყოველთაო სიწმინდე და წმინდა წერილის განსაკუთრებული ავტორიტეტი.
 
Sola scriptura (მხოლოდ წერილი) - პროტესტანტებისთვის ბიბლია წარმოადგენს საეკლესიო სწავლების ერთადერთ წყაროს, ამიტომ ის ითარგმნა ნაციონალურ ენებზე, მისი შესწავლა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება ყველა პროტესტანტის მთავარი ამოცანაა. წმინდა გადმოცემისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ერთი მხრივ უარყოფა და მეორე მხრივ აღიარება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი დანამატით: გადმოცემა (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თეოლოგიური ნაშრომი) ავტორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ის დაფუძნებულია ბიბლიაზე. სწორედ ეს დანამატი (და არა ღვთისმსახურების გამარტივების და გაიაფების მცდელობა) არის პროტესტანტული მიმდინარეობების მიერ ამა თუ იმ სწავლების და პრაქტიკის უარყოფის მიზეზი და სწორედ ამის გამო არის ამდენი მიმდინარეობა პროტესტანტიზმში. რადგანაც ბიბლიის 34.000 მუხლის ერთნაირად გაგება შეუძლებელია, მისი ინტერპრეტაცია იწვევს სხვადასხვა აზრის გაჩენას და ეს პროცესი ხანდახან დამოუკიდებელი ეკლესიების წარმოქმნით ბოლოვდება. მიმდინარეობების წარმოშობას დიდწილად ხელი შეუწყო ევროპის და აშშ-ს დემოკრატიულმა და ტოლერანტულმა გარემომ. მიუხედავად ბიბლიის ზოგიერთი საკითხის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციისა, პროტესტანტულ ეკლესიებს აერთიანებთ ერთი ტრადიცია და ძირითადი სწავლება დიდწილად იდენტურია.
პროტესტანტულ სამყაროში ძირითადად გავრცელებულია წმინდა წერილის ბიზანტიური ვერსია ე.წ. Textus Receptus, რომლის საფუძველზეც გამოიცა პირველი ევროპული ბიბლიები.
 
Sola fide (მხოლოდ რწმენით) - პროტესტანტები ასწავლიან რომ ცოდვამ შეცვალა ადამიანის ბუნება და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია სიკეთის კეთება და ზნეობრივი ცხოვრება, მას არ შეუძლია სულის ხსნა საკუთარი დამსახურებით, ზნეობრივი ცხოვრებით და სიკეთის კეთებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლისადმი რწმენით. პროტესტანტები არ აუფასურებენ კეთილ საქმეებს, მათ მიაჩნიათ, რომ ზნეობრივი ცხოვრება არის რწმენის და ცოდვების პატიების გარდაუვლად თანმდევი ნაყოფი და არა ის პირობა, რის საფუძველზეც ღმერთი პატიობს ადამიანს ცოდვებს და ანიჭებს სულის ხსნას.
პროტესტანტების სწავლებაა: რწმენას მოაქვს პატიება, სულის ხსნა და შედეგად კეთილი საქმეები.
კათოლიკური სწავლება შემდეგია: რწმენას და კეთილ საქმეებს მოაქვთ შედეგად პატიება და სულის ხსნა. სწორედ ეს თეზისი იყო მარტინ ლუთერის და სხვა რეფორმატორების ცენტრალური თეოლოგიური საკითხი.
 
Sola gratia (მხოლოდ მადლი) - სულის ხსნას პროტესტანტები იღებენ როგორც ღმერთის მადლს, როგორც დაუმსახურებელ წყალობას და არა ისე, თითქოს ვინმემ დაიმსახურა ის. ანუ სულის ხსნა არის ღმერთის მიერ მონიჭებული დაუმსახურებელი საჩუქარი, გადმოცემული ადამიანებისთვის იესო ქრისტეს დამსახურებით. ღმერთის ყველა მოქმედება ადამიანის მიმართ ეფუძნება მის მადლს და წყალობას.
 
Solus Christus (მხოლოდ ქრისტე) - ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ყველა ზეციდან შობილი და მონათლული ქრისტიანი იღებს ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას და შეუძლია იქადაგოს სახარება. პროტესტანტობაში არ არსებობს დოგმატური განსხვავება „მღვდელსა“ და „საეროს“ შორის, ამიტომ ღვთისმსახურებს არა აქვთ თანამდებობა, მათ აქვთ მოვალეობა. ამგვარად უქმდება საეკლესიო იერარქია მისი ტრადიციული გაგებით. ამავე მიზეზის გამო არ არსებობს აღსარების საიდუმლო და ცოდვების პატიების რიტუალები, რომლებიც მღვდელმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის წინაშე გულწრფელ მონანიებას და ცოდვის მიტოვებას, როგორც შინაგანი მონანიების გარეგან დადასტურებას, პროტესტანტების აზრით ამ საშუამავლო მსახურებას ატარებს იესო ქრისტე და არა მღვდელი.
 
Soli Deo gloria (დიდება მხოლოდ ღმერთს) - ადამიანი რელიგიურ თაყვანს უნდა სცემდეს მხოლოდ ღმერთს, რადგანაც ის არის შემოქმედი და სულის ხსნა მიიღება მხოლოდ მისი ნებით და მოქმედებით. რადგანაც ღმერთი არის ”პირველი და უკანასკნელი”, მთელი დიდება ეკუთვნის მას და არა მის ქმნილებას.
 
== წესჩვეულებები და ღვთისმსახურება ==
ანონიმური მომხმარებელი