არიადნე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Titian Bacchus and Ariadne.jpg|thumb|[[ბახუსი]] და არიადნე]]
'''არიადნე''' — მინოსური ქალღმერთი, კრეტის მეფის [[მინოსი]]ს და [[პასიფაე]]ს ასული. მას ნახვისთანავე შეუყვარდა ახალგაზრდა გმირი [[თესევსი]], ათენის მეფის, [[ეგეოსი]]ს ძე, კრეტაზე[[კრეტა]]ზე ჩასული იმ მიზეზითმიზნით, რომ ან ეხსნა ათენი მძიმე ხარკისაგან ან თვითონაც სხვა ჭაბუკებთან ერთად დაღუპულიყო, [[მინოტავრი|მინოტავრთან]] შებმული. როდესაც თესევსი ლაბირინთში შედიოდა, თავისით თუ [[დედალოსი]]ს რჩვითრჩევით არიადნემ დახმარება აღუთქვა იმ პირობით, რომ შეირთავდა და ათენსიათენში წაიყვანდა. თესევსი დაეთანხმა. არიადნემ ფარულად გადასცა ძაფის გორგალი და ხმალი. თესევსმა ძაფის ბოლო მისასვლელში დაამაგრა, გაჰყვა, ლაბირინთის შუაგულსიშუაგულში მინოტავრს თავს დაესხა, მოკლა და ძაფს უკან გამოჰყვა, ღამით გაიტაცა არიადნე, თან წაიყვანა ათენელი ახალგაზრდები (7-7 გოგო-ბიჭი) და ათენისაკენ გაემართა (აპოლოდ. ეპ. 1, 7-9). სხვა ვერსიით, მინოსმა გამართა ასპარეზობა, თესევსმა გაიმარჯვა და მაშინ მოეწონა არიადნეს (ფილოქორე, ატიკის ისტ.; პლუტ. თეს). ასეა თუ ისე, თესევსმა მოკლა მინოტავრი და გაიტაცა არიადნე, მაგრამ ღმერთების ნებით კუნძულ დიაზე (ნაქსოსზე) მოუხდა ღამის გათევა და იქ მძინარე ქალი მიატოვა, რადგან სიზმრად [[დიონისე]] გამოეცხადა და გააფრთხილა, ჩემი დანიშნულიაო. ასე გახდა მინოსის ტურფა ასული დიონისეს ცოლი და ქურუმი, შემდეგ იქცა ბუნებისა და მცენარეთა ღვთაებად. მისი კულტი განსაკუთრებით ნაქსოსზე გავრცელდა, სადაც ქალღმერთის თანაბრად სცემდნენ თაყვანს. [[ჰეფესტო]]მ საქორწილო საჩუქრად გაუჭედა ოქროს სხივოსანი გვირგვინი, რაც ქალის გარდაცვალების შემდეგ ციურ[[ჩრდილოეთის ვარსკვლავადგვირგვინის თანავარსკვლავედი|ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედად]] იქცა, თვითონ კი ოლიმპოს მწვერვალზე აიყვანეს. სხვა ვერსიით, ინდოეთიდან[[ინდოეთი]]დან მომავალმა დიონისემ პირველად ნახა მძინარე არიადნე, შეიყვარა და ცოლად შეირთო ან მისივე თხოვნით მოკლა ამ კუნძულზე [[არტემიდე]]მ.<ref>Эпименид, фр.19 Якоби = Псевдо-Эратосфен. Катастеризмы 5; Диодор Сицилийский. Историческая библиотека VI, фр.4; Овидий. Метаморфозы VIII 178—181</ref><ref>Арат. Явления 71-73; Каллимах. Прядь Береники, ст.24; Диодор Сицилийский. Историческая библиотека IV 61, 5</ref>
 
== ლიტერატურა ==
* ''აკაკი გელოვანი'', მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 71, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{მითოლოგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არიადნე“-დან