გურამ რჩეულიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა [[1934]] წლის [[4 ივლისი|4 ივლისს]] ქალაქ [[თბილისი|თბილისში]]. [[1957|1957 წელს]] დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა [[1957]] წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ [[1961|1961 წელს]] გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია [[გერმანული ენა|გერმანულ]], [[უნგრული ენა|უნგრულ]], [[ბულგარული ენა|ბულგარულ]], [[ლიტვური ენა|ლიტვურ]], [[ჩეხური ენა|ჩეხურ]], [[რუსული ენა|რუსულ ენებზე]].
 
გურამ რჩეულიშვილი [[1960]] წლის [[23 აგვისტო]]ს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ [[გაგრა]]ში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. იგი დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
.
 
==რესურსები ინტერნეტში==