ჰაერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 94.100.229.193 ცვლილებების გაუქმება (№2605910)
ჰკჯჰნკჯ
ხაზი 7:
 
როდესაც ქურა გამორთულია ჰაერი ცივდება და ბურთი მიწაზე ეშვება. ზოგჯერ ჰაერი საგნებს სითბოს უნარჩუნებს. შალის ტანსაცმელი თბილია, რადგან მის ბოჭკოებს შორის ბევრი ჰაერია. ფრინველები [[ზამთარი|ზამთარში]] ბუმბულს იჩეჩენ, რომ შიგ ბევრი ჰაერი დაიგროვონ და თბილად იყვნენ.
ადამიანი დღე-ღამეში 16 კგ ჰაერს ჩაისუნთქავს, რაც მოხმარებულ საკვებზე ხუთჯერ მეტია. საკვების ხარისხს ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ჰაერის ხარისხი კი ნაკლებად გვაღელვებს. არადა ჟანგბადთან ერთად ხომ დაბინძურებული ჰაერის მავნე მინარევებსაც ჩავისუნთქავთ!
 
 
ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებს, თავიანთი ბუნების, ატმოსფეროში კონცენტრაციისა და ორგანიზმზე ზემოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად, შეუძლიათ, მეტად არასასურველი შედეგები გამოიწვიონ. მედიკოსებმა და ეკოლოგებმა მრავალი დაავადების მატებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას შორის უშუალო კავშირი აღმოაჩინეს.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე მაღალია, რასაც განაპირობებს ქვეყნის რელიეფი, პარალელური სატრანსპორტო მაგისტრალების არსებობა, დასახლებულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მჭიდრო ნაკადები. უკანასკნელ წლებში საწარმოთა უდიდესი ნაწილის გაჩერებამ დაბინძურების საერთო მაჩვენებელში მათი ხვედრითი წილი 3%-მდე შეამცირა. სამაგიეროდ, 97%-მდე გაიზარდა ავტოტრანსპორტის წილი. საქმე ის არის, რომ ბენზინი, რომელსაც შიდაწვის ძრავა მოქმედებაში მოჰყავს, არ ქრება. ის იშლება უფრო მარტივ ნივთიერებებად. სწორედ დაშლისას გამოყოფილი ენერგია ამუშავებს ძრავას. შიდაწვის ძრავების მიერ გამონაბოლქვი აირი 280-მდე ნივთიერებას შეიცავს, რომელთა უმრავლესობა ტოქსიკურია.
 
 
ტოქსიკური კომპონენტი
 
კანცეროგენული კომპონენტი
გამონაბოლქვში ამა თუ იმ კომპონენტის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ძრავის კონსტრუქციაზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მუშაობის რეჟიმზე. ცნობისთვის იმასაც ვიტყვით, რომ ავტომობილი 15 000 კმ-ს გავლისას ატმოსფეროში გამოისვრის 3 ტონა ნახშირბადის დიოქსიდს, 93 კგ ნახშირწყალბადს და დაახლოებით 30 კგ აზოტს.
ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება სტმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ნახშირბადის ოქსიდი ასუსტებს ჰემოგლობინის ფუნქციას, რაც იწვევს ქსოვილებში ჟანგბადოვან უკმარისობას, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის მოშლას, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. აზოტის ოქსიდები ძლიერ აღიზიანებს ფილტვებს, სასუნთქ გზებს და მათში ანთებით პროცესებს უდებს სათავეს. აზოტის ოქსიდების გავლენით წარმოიქმნება მეთჰემოგლობინი, ეცემა სისხლის წნევა, თავს იჩენს თავბრუხვევა, ძილიანობა, ირღვევა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა. ზოგიერთი ნახშირწყალბადი, განსაკუთრებით ბენზო(ა)პირენი, კანცეროგენული თვისებებით გამოირჩევა. გოგირდოვანი ბენზინის გამოყენებისას გამონაბოლქვ აირში ხვდება გოგირდმჟავა, ეთილირებული ბენზინის გამოყენებისას კი ტყვია, ბრომი, ქლორი და მათი ნაერთები. ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედება ვლინდება მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე, განსაკუთრებით - ნერვულ ქსოვილში. მისი მცირე დოზების ხანგრძლივი ზემოქმედებისას ირღვევა თავის ტვინის ნერვული სტრუქტურების მინერალიზაციის პროცესი, რაც აფერხებს ნერვულ-ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას. ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გადაღლას, გაღიზიანებას, ძილის დარღვევას, მეხსიერების დაქვეითებას. ორგანიზმში ტყვიის სიჭარბე ჰემოგლობინის სინთეზის დარღვევას იწვევს, ხოლო ამ ნივთიერებით ხანგრძლივი ინტოქსიკაცია - ათეროსკლეროზს. აშშ-ში დაადგინეს, რომ ტყვიით ინტოქსიკაცია მოსწავლეთა აგრესიულობის მატებისა და ცუდი აკადემიური მოსწრების მიზეზიც არის.
გამონაბოლქვი აირი კიდევ უფრო მავნებელი ხდება, როდესაც მის კომპონენტებზე (უწინარეს ყოვლისა - ნახშირწყალბადებსა და აზოტის ოქსიდებზე) მზის რადიაციის ზეგავლენით წარმოიქმნება ძალიან აქტიური ნივთიერებების წყება, რომლებიც უკიდურესად მავნეა ადამიანისა და მცენარეებისთვის. დიდი ქალაქების ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების ასეთი ურთიერთქმედების შედეგია ფოტოქიმიური სმოგი. სმოგი უკვე მრავალი მეგაპოლისის პრობლემად იქცა. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და იმ ავადმყოფებისთვის, რომელთაც აქვთ გულის ან ფილტვების მანკი, ბრონქიტი, ასთმა, ემფიზემა. სმოგი იწვევს თვალის, ცხვირის და საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ზოგჯერ - სულხუთვას, თავის ტკივილს, ხველას, სუნთქვის გაძნელებას. სმოგის გავლენით ხშირად მწვავდება ქრონიკული დაავადებები და რესპირატორული ინფექციები. არცთუ იშვიათია გულით დაავადებულთა სიკვდილიც.
 
 
ატმოსფეროს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
 
მაგარი ნაწილაკები
წარმოიშობა საწვავის წვის შედეგად. ძირითად როლს ასრულებს ავტოტრანსპორტი, ცემენტის ქარხნები.
იწვევს სასუნთქი გზების (ბრონქები, ფილტვები) დაზიანებას, აჩენს ავთვისებიან წარმონაქმნებს.
შეწონილი ნივთიერებები
საწვავის არასრული წვა ტრანსპორტში, ნაგვის დასაწვავი ღუმელები, ცემენტის ქარხნები, თბოელექტროსადგურები, ტყის ხანძარი, ნიადაგის ეროზია, ასფალტის საფარის ანაორთქლი.
ამ ნაწილაკებში შემავალი ტოქსიკური კომპონენტები მავნე გავლენას ახდენს ზემო სასუნთქ გზებსა და სხვა ორგანოებზე. აზიანებს სასუნთქ და სისხლის მიმოქცევის სისტემებს.
გოგირდის დიოქსიდი
ატმოსფეროში ხვდება გოგირდის შემცველი საწვავის წვისას. ძირითადი წყაროა ელექტროსადგურები, საქვაბეები და მეტალურგიული საწარმოები.
აღიზიანებს ზემო სასუნთქ გზებს. აღინიშნება მავნე ზემოქმედება ცხვირ-ხახის, ტრაქეის ლორწოვან გარსზე. იწვევს სუნთქის ფუნქციის დარღვევას.
{{ქიმია}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაერი“-დან