კალიმაქე: განსხვავება გადახედვებს შორის

(Bot: Migrating 39 interwiki links, now provided by Wikidata on d:q192417 (translate me))
'''კალიმაქე''' (დაახლ. [[ძვ. წ. 315]], [[კირენე]], ჩრდ. აფრიკა – დაახლ. [[ძვ. წ. 240]], [[ალექსანდრია]]), [[ელინიზმი|ელინიზმის]] ეპოქის ბერძენი პოეტი და მეცნიერი. ალექსანდრიის პოეტთა წრისა და [[ალექსანდრიის ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკის]] მეთაური იყო. შეადგინა [[ალექსანდრიის ბიბლიოთეკა|ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში]] დაცულ თხზულებათა კომენტირებული 15–წიგნიანი კატალოგი, ე. წ. პინაკები. შექმნა მცირე მოცულობის პოემის ჟანრი – ეპილიონი, რის გამოც დავა ჰქონდა [[აპოლონიოს როდოსელი|აპოლონიოს როდოსელთან]]. ჩვენამდე მოღწეულია კალიმაქეს 60 ეპიგრამა, 6 ჰიმნი, კრებულ "მიზეზების" ფრაგმენტები, ეპილიონის "ჰეკალესა" და [[იამბი|იამბების]] ნაწყვეტები. მცირე მოცულობის [[პოემა]] "[[იბისი]]" დაკარგულია.
 
[[კატეგორია:ძველი ბერძნები]]
[[კატეგორია:ძველი ბერძენი პოეტები]]
[[კატეგორია:ბიბლიოთეკარები]]