ბარონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 49 interwiki links, now provided by Wikidata on d:q165503 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
'''ბარონი''' — ერთ-ერთი ყველაზე დაბალი არისტოკრატიული წოდება ფეოდალურ სახელმწიფოში.
'''ბარონი''' (< გვიანდ. ლათ. baro - გერმანული წარმოშობის სიტყვა, რომლის თავდაპირველი მნიშვნელობაა: ადამიანი, მამაკაცი), [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპაში]] [[მეფე|მეფის]] უშუალო ვასალი. მოგვიანებით თავადაზნაურთა ტიტული. [[ინგლისი]]ს უმაღლეს თავადაზნაურობის იერარქიაში ბარონს უკანასკნელი ადგილი უჭირავს. უფრო ფართო გაგებით, ბარონს უწოდებენ ინგლისის თავადაზნაურობის ზედაფენას, [[ლორდთა პალატა|ლორდთა პალატის]] მემკვიდრეობითს წევრებს. [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[გერმანია]]ში ეს ტიტული უფრო დაბლა იდგა, ვიდრე გრაფისა. [[რუსეთი|რუსეთში]] [[პეტრე I]]-მა შემოიღო [[ბალტიისპირეთი]]ს გერმანელ თავადაზნაურობის ზედაფენის წარმომადგენელთათვის.
 
სიტყვა „ბარონი” ძველი ფრანგულიდანაა და მიღებულია გვიანდელი ლათინური „ბარო”-დან, რაც მამაკაცს, მსახურს, ჯარისკაცს, მოქირავნეს აღნიშნავდა („ბარიტუსი” ეწოდებოდა ძველგერმანულ საბრძოლო შეძახილს, რომელიც გვიანდელი [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] ბარბარიზებულ ჯარშიც დამკვიდრდა). VII საუკუნეში [[არქიეპისკოპოსი]] ისიდორე სევილიელი მიიჩნევდა, რომ სიტყვა ბერძნული „ბარუსიდან” ანუ „მძიმედან” მომდინარეობდა (რადგან მოქირავნე ჯარისკაცები მძიმე სამუშაოებს ასრულებდნენ), თუმცა სიტყვა, სავარაუდოდ, მაინც ძველფრანკული წარმოშობისა უნდა იყოს. მის მონათესავე ძველ ინგლისურში „ბეორნი” წარჩინებულ მეომარს ნიშნავს. I საუკუნის სტოიკოსი ფილოსოფოსი ლუციუს ანეუს კორნუტუსი „ბარონს” გალური წარმოშობის სიტყვად მიიჩნევდა, რომელსაც სამხედრო სამსახურში მყოფ ადამიანს უწოდებდნენ. ის ასევე წერს, რომ „ბარონი” სიტყვასიტყვით სულელს ნიშნავს (კლასიკური [[ლათინური ენა|ლათინურის]] სიტყვის, „Baro”-ს მნიშვნელობიდან გამომდინარე).
 
[[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] ბარონის ტიტული დამკვიდრებული იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[საღვთო რომის იმპერია]]ში შემავალ სამთავროებში, ბრიტანეთის კუნძულებზე, [[იტალია]]ში, [[სკანდინავია|სკანდინავიის]] ქვეყნებსა და [[ესპანეთი|ესპანეთში]]. გერმანელები ბარონის ნაცვლად იყენებდნენ Freiherr-ის წოდებას (Fraiheri), რაც თავისუფალ კაცს, ფეოდალს ნიშნავს. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ფეოდის სახით მიღებული მიწის მფლობელი ბარონად იწოდებოდა, თუ ის არისტოკრატიული წარმომავლობის იყო, ხოლო თუ დაბალი ფენიდან, მაშინ მხოლოდ „საბარონოს მფლობელად”. [[იტალია]]ში ბარონის წოდება XI საუკუნეში გაჩნდა, როცა სამხრეთ იტალია [[ნორმანები|ნორმანებმა]] დაიპყრეს. იტალიურ არისტოკრატიაში ბარონი ყველაზე დაბალი ფეოდალური რანგი იყო, თუ არ ჩავთვლით სინიორეს (Signore) და ვასალოს (Vassallo). არსებობდა ბარონეტის ტიტულიც (ინგლისში), რომელიც ბარონზე დაბალი რანგისა იყო, ისევე, როგორც ბარონის წოდება [[შოტლანდია]]ში, რომელიც სხვა ქვეყნების ბარონებთან შედარებით სოციალური კიბის უფრო დაბალ საფეხურზე იდგა. [[რუსეთი|რუსეთში]] [[პეტრე I]]-მა შემოიღო [[ბალტიისპირეთი]]ს გერმანელ თავადაზნაურობის ზედაფენის წარმომადგენელთათვის.
 
ევროპული ბარონი პრაქტიკულად იგივე იყო რაც „სამეფო აზნაური” საქართველოში.
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|2|215}}
* ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი”, N 11 (47), 2014 წ. გვ 69, ნ. ხოფერია
[[კატეგორია:არისტოკრატიული წოდებები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარონი“-დან