რენე დეკარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Avtandiliavto-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 7:
ახალგაზრდა დეკარტი წარმატებით ეუფლებოდა მეცნიერების საფუძვლებს. მისი ინტერესები მხოლოდ მათემატიკით არ შემოიფარგლებოდა. აინტერესებდა [[მექანიკა]], [[ოპტიკა]], [[ბიოლოგია]], [[ფილოსოფია]]. ამ დროს დეკარტი უკვე პარიზში ცხოვრობდა. ზოგჯერ საქმე [[პარიზი]]ს ქუჩებში დუელამდეც მიდიოდა; ეს იყო მუშკეტერების დაუვიწყარი ეპოქა, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ [[ალექსანდრ დიუმა (უფროსი)|ალექსანდრე დიუმას]] „[[სამი მუშკეტერი]]ს“ წყალობით.
 
[[1618]] წელს რენე დეკარტი მოხალისე მუშკეტერად ჩაეწერა [[ესპანეთი]]ს წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში, მაგრამ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. სანამ მოხალისე მუშკეტერების არმია ქალაქ [[ბრედი|ბრედში]] იდგა, უსაქმურობისაგან გაბრაზებული ახალგაზრდა მეცნიერები იმით ერთობოდნენ, რომ თავსატეხ ამოცანებს იგონებდნენ, ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ და ყველას იწვევდნენ მათ ამოსახსნელად. ასეთ შეჯიბრებებში რენე დეკარტიც მონაწილეობდა და ამ გზით მალე გაეცნო ადგილობრივ მეცნიერებს. [[1619]] წლის 10 ნოემბერს, შთაგონების წუთებში მეცნიერს მოეჩვენა, რომ აღმოაჩინა უნივერსალური მეთოდი_ კოორდინატთა მეთოდი. ამ აღმოჩენამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. [[1621]] წელს დეკარტმა არმიაში სამსახური მიატოვა და მთელი სიცოცხლე მხოლოდ მათემატიკის პრობლემებზე მუშაობას მიუძღვნა.
 
[[ფაილი:René Descartes i samtal med Sveriges drottning, Kristina.jpg|მინი|რენე დეკარტი შვედეთის დედოფალ [[ქრისტინა (შვედეთის დედოფალი)|ქრისტინასთან]]]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რენე_დეკარტი“-დან