მსოფლიო ბანკი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| ყოფილი სახელი =
}}
'''მსოფლიო ბანკი''' — საერთაშორისო ფინანსურისაფინანსო ორგანიზაცია, რომლის შექმნის მიზანიც [[განვითარებადი ქვეყნები]]ს ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა. თავისი განვითარების ისტორიის განმავლობაში ბანკმა განიცადა სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილება, ამიტომ ტერმინ მსოფლიო ბანკის ქვეშ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციები მოიაზრებოდა. თავდაპირველად მსოფლიო ბანკი ასოცირდებოდა [[რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი|რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან]], რომლის მიზანიც დასავლეთ ევროპისა და იაპონიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფინანსური დახმარება იყო. ხოლო, მოგვიანებით, [[1960]] წელს შეიქმნა [[განვითარების საერთაშორისო ასოციაცია]], რომელმაც მსოფლიო ბანკის ფუნქციების ნაწილი იტვირთა.
 
ამჟამად მსოფლიო ბანკი თავის მხრივ ორ ორგანიზაციას მოიაზრებს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას. სხვადასხვა დროს მას უერთდება კიდევ სამი ორგანიზაციაც, რომლებსაც სხვადასხვა ამოცანების შესრულება ევალებათ, ესენია: [[საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია]], [[მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო]] და [[საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო ცენტრი]]. საერთო ჯამში ერთიანდება ხუთივე ორგანიზაცია და ეწოდება [[მსოფლიო ბანკის ჯგუფი]].
მსოფლიო ბანკის მთავარ ამოცანას შეადგენს განვითარებად ქვეყნებში სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა და სიღარიბის დონის შემცირება. ორგანიზაციის პრიორიტეტებია სტრუქტურული რეფორმები: ვაჭრობის ლიბერალიზაცია, [[პრივატიზაცია]], განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მთავარი უპირატესობა დახმარების მიმღები ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებია სესხებზე სხვა საერთაშორისო კრედიტორებთან შედარებით. მსოფლიო ბანკის კრედიტებს მოჰყვება სამთავრობათშორისო სესხებიც, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდის მიმღები ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს კერძო ინვესტორებისთვის.
 
მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდისგან ძირითადი განსხვავებაა ბანკის პრიორიტეტი გრძელვადიან დახმარებაზე მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის, მაშინ როდესაც [[საერთაშორისო სავალუტო ფონდი|სავალუტო ფონდის]] ძირითადი ამოცანა დროებითი ფინანსური კრიზისების აღმოფხვრაა ნებისმიერ ქვეყანაში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==