მსოფლიო ბანკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 44:
| ყოფილი სახელი =
}}
'''მსოფლიო ბანკი''' — საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია, რომლის შექმნის მიზანიც [[განვითარებადი ქვეყნები]]ს ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა. თავისი განვითარების ისტორიის განმავლობაში ბანკმა განიცადა სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილება, ამიტომ ტერმინ მსოფლიო ბანკის ქვეშ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციები მოიაზრებოდა. თავდაპირველად მსოფლიო ბანკი ასოცირდებოდა [[რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი|რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან]], რომლის მიზანიც დასავლეთ ევროპისა და იაპონიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფინანსური დახმარება იყო. ხოლო, მოგვიანებით, [[1960]] წელს შეიქმნა [[განვითარების საერთაშორისო ასოციაცია]], რომელმაც მსოფლიო ბანკის ფუნქციების ნაწილი იტვირთა.
'''მსოფლიო ბანკის ჯგუფი''' შეიქმნა 1944 წელს 28 სახელმწიფოს მიერ [[ბრეტონ-ვუდსის შეთანხმება|ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების]] ხელმოწერის შედეგად. იმავე შეთანხმებით შეიქმნა [[საერთაშორისო სავალუტო ფონდი]]. ბანკის შტაბ-ბინა მდებარეობს [[ვაშინგტონი (ქალაქი)|ვაშინგტონში]], [[აშშ]].
 
მსოფლიო ბანკის მთავარ ამოცანას შეადგენს განვითარებად ქვეყნებში სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა და სიღარიბის დონის შემცირება. ორგანიზაციის პრიორიტეტებია სტრუქტურული რეფორმები: ვაჭრობის ლიბერალიზაცია, [[პრივატიზაცია]], განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მთავარი უპირატესობა დახმარების მიმღები ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებია სესხებზე სხვა საერთაშორისო კრედიტორებთან შედარებით. მსოფლიო ბანკის კრედიტებს მოჰყვება სამთავრობათშორისო სესხებიც, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდის მიმღები ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს კერძო ინვესტორებისთვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მსოფლიო_ბანკი“-დან