თემურ ქეცბაია: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎მწვრთნელის კარიერა: დაემატა ახალი ცნობები)
 
==მწვრთნელის კარიერა==
[[2002|2002 წლის]] ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით. „ოლიმპიაკოსმა“ ქეცბაიას მეთაურობით 6 მატჩი გამართა, რომელთაგან 5 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.
 
2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 2010 წელი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებისთვის. გუნდს წლის მანძილზე არც ერთი თამაში არ წაუგია. 2012 წლის [[ევრო 2012|ევროპის ჩემპიონატის]] შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს [[საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საბერძნეთის]], [[ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ხორვატიის]], [[ისრაელის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ისრაელისა]] და [[ლატვიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ლატვიის]] ეროვნულ გუნდები შეხვდა. ნაკრების წარმატებული სერიის კულმინაცია იყო [[ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ხორვატიის ნაკრებთან]] საშინაო მატჩი 2011 წლის მარტში, რომელიც საქართველომ [[ლევან კობიაშვილი]]ს გვიანი გოლით 1-0 მოიგო. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ [[მალტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|მალტის ნაკრებს]] გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად წარუმატებლობისა, 2011 წლის 13 სექტემბერს ქეცბაიას [[საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია]]მ ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გაუფრომა.<ref>[http://www.tabula.ge/ge/story/77521-sff-qecbaias-kontraqti-4-tsliania-da-2015-tslis-12-seqtembers-dasruldeba სფფ: ქეცბაიას კონტრაქტი 4-წლიანია და 2015 წლის 12 სექტემბერს დასრულდება]</ref> თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების გამო აღარ გამოიძახებდა ვეტერანებს [[ლევან კობიაშვილი|ლევან კობიაშვილსა]] და [[ალექსანდრე იაშვილი|ალექსანდრე იაშვილს]].