ნაპოლეონ ბონაპარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.128.142-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 37:
== აღზრდა და განათლება ==
[[ფაილი:Carlo Maria Bonaparte.jpg|მინი|მარცხნივ|ნაპოლეონის მამა [[კარლო ბუონაპარტე]]]]
ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა [[1769]] წლის [[15 აგვისტო]]ს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] კუნძულ [[კორსიკა|კორსიკის]] ქალაქ [[აიაჩო]]ში. მის დაბადებიდან 1 წლის შემდეგ საფრანგეთმა აიძულა გენუის რესპუბლიკა კორსიკა გარკვეულ საფასურად გადაეცა მისთვის 4 წლის ვადით.<ref>მაკკლინი 1998, p.6</ref> ნაპოლეონის მამა [[კარლო ბუონაპარტე]] და სხვა კორსიკელები [[პასკუალე პაოლი]]ს მეთაურობით შეეწინააღმდეგნენ მათ, მაგრამ დამარცხდნენ. გამარჯვების შემდეგ ფრანგებმა ამნისტია გამოაცხადეს და ერთ–ერთი პირველი მათ მხარეს [[კარლო ბუონაპარტე]] გადავიდა.
[[1764]] წელს 2/7 [[ივნისი|ივნისს]] მან იქორწინა [[ლეტიცია რამოლინო]]ზე. მათ ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ 8–მ მიაღწია სრულწლოვნებას.
* ნაპოლეონ ბუონაპარტე (1764/1765 – [[17 აგვისტო]] [[1765]])
* მარია ანა ბუონაპარტე ([[3 იანვარი]] [[1767]] – [[1 იანვარი]] [[1768]])
* [[ჟოზეფ ბონაპარტი]] ([[7 იანვარი]] [[1768]] – [[28 ივლისი]] [[1844]])
* '''ნაპოლეონ ბონაპარტი ''' ([[15 აგვისტო]] [[1769]] – [[5 მაისი]] [[1821]])
* მარია ანა ბუონაპარტე ([[1770]]),
* მარია ანა ბუონაპარტე ([[14 ივლისი]] – [[23 ნოემბერი]] [[1771]]),
* ერთი დაუბადებელი ვაჟი
* [[ლუსიენ ბონაპარტი]] ([[21 მაისი]] [[1775]] – [[29 ივნისი]] [[1840]]),
* [[ელიზა ბონაპარტი]] ([[13 იანვარი]] [[1777]] – [[7 აგვისტო]] [[1820]]),
* [[ლუის ბონაპარტი]] ([[2 სექტემბერი]] [[1779]] – [[25 ივლისი]] [[1844]]),
* [[პოლინ ბონაპარტი]] ([[20 ოქტომბერი]] [[1780]] – [[9 ივნისი]] [[1825]]),
* [[კაროლინ ბონაპარტი]] ([[24 მარტი]] [[1782]] – [[18 მაისი]] [[1839]]),
* [[ჟერომ ბონაპარტი]] ([[15 ნოემბერი]] [[1784]] - [[24 ივნისი]] [[1860]]),
 
1778 წლის 15 დეკემბერს ნაპოლეონი და მისი უფროი ძმა ჟოზეფი გააგზავნეს ოტინელ ეპისკოპოსთან, რომელმაც ნაპოლეონი დროებით ფრანგული ენის შესასწავლად კოლეჯში მოაწყო. 3 თვის შემდეგ ის ბრიენის სკოლაში გადავიდა.
აქ მან 5 წელი დაჰყო. წარმატებულმა კურსანტმა ბუონაპარტემ [[პარიზის სამხედრო სკოლა]]ში სწავლა დაიმსახურა. ათთვიანი სწავლის შემდეგ 1785 წელს მამის სიკვდილის გამო ის იძულებული გახდა გამოსაშვები გამოცდები ჩაებარებინა და ოჯახს ჩასდგომოდა სათავეში და სამუშაოდ ის გაიგზავნა ქალაქ ვალანსის გარნიზონის საარტილერიო პოლკში.
 
== ადრეული წლები ==
[[1785]] წელს დაიწყო ნაპოლეონის სამხედრო კარიერა, არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის ჩინით. ნაპოლეონი [[საფრანგეთის დიდი რევოლუცია|რევოლუციას]] თავიდანვე მიემხრო. იგი განსაკუთრებით დაუახლოვდა [[მაქსიმილიან რობესპიერი]]ს ძმას [[ოგიუსტენ რობესპიერი|ოგიუსტენ რობესპიერს]], რომლის რეკომენდაციით [[იაკობინელები|იაკობინებმა]] ნაპოლეონი [[ტულონის ოპერაცია (1793)|ტულონის ოპერაციის]] ხელმძღვანელად დანიშნეს.[[1793]] წელს ნაპოლეონმა პირველად სწორედ აქ იზეიმა პირველი დიდი გამარჯვება, როდესაც საფრანგეთის რევოლუციურმა არმიამ, კაპიტან ბონაპარტის მეთაურობით იერიშით აიღო [[ინგლისელები]]სა და [[კონტრრევოლუციონერები]]ს მიერ დაკავებული ტულონი.
 
[[იაკობინელები|იაკობინთა]] დამხობის შემდეგ [[თერმიდორელები|თერმიდორელებმა]] [[რობესპიერი|რობესპიერთან]] სიახლოვის გამო ნაპოლეონი ხანმოკლე ვადით დააპატიმრეს.
 
=== 13 ვანდემიერი ===
ბონაპარტი [[პარიზი|პარიზში]] მსახურობდა, როდესაც [[1795]] წლის [[3 ოქტომბერი|3 ოქტომბერს]], ქალაქში [[როიალისტები]]სა და [[კონტრრევოლუციონერები]]ს შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. დამსჯელი რაზმის სარდლობა ნაპოლეონმა იკისრა. მან დაიკავა არტილერიის ნაწილები ახალგაზრდა კავალერიის ოფიცერ, [[იოახიმ მიურატი]]ს (რამდენიმე ხანში იგი ნაპოლეონის სიძე გახდა) დახმარებით და დაამარცხა აჯანყებულები. მათგან 300 დაიღუპა, დანარჩენებმა კი შეწყვიტეს წინააღმდეგობა. მონარქისტული ამბოხების ჩახშობით ნაპოლეონმა [[დირექტორია|დირექტორიის]] სიმპათიები მოიხვეჭა, რამაც მისი სწრაფი დაწინაურება გამოიწვია და მალე მას [[იტალია|იტალიის]] საზღვარზე განლაგებული არმია ჩააბარეს. ამ მოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ნაპოლეონს შეუყვარდა დირექტორიის მთავარი ლიდერის, [[ბარასი]]ს ყოფილი მეუღლე [[ჟოზეფინ ბოარნე|ჟოზეფინა]], ვისზეც მან [[1796]] წლის [[9 მარტი|9 მარტს]] იქორწინა.
 
=== იტალიის პირველი კამპანია ===
ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ, ნაპოლეონმა [[პარიზი]] დატოვა, რათა თავის თავზე ეკისრა საფრანგეთის სამხრეთის არმიის წინამძღოლობა, რომელიც [[1796]] წლის [[აპრილი|აპრილში]] გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროს გავლით [[იტალია]]ში შეიჭრა.
[[ფაილი:1801 Antoine-Jean Gros - Bonaparte on the Bridge at Arcole.jpg|thumb|left|ნაპოლეონი [[იტალია]]ში]]
[[1796]] წლის 12 აპრილს [[მონტენოტე]]სთან და იმავე წლის 10 მაისს [[ლოდი]]სთან მან დაამრცხა [[ავსტრია|ავსტრიის]] ძალები, განდევნა ისინი [[ლომბარდია|ლომბარდიიდან]] და დაიმორჩიალა პაპის მცირე ტერიტორიებიც.
 
[[1797]] წლის [[მარტი|მარტში]] მან პაპი საერთოდ ჩამოაგდო და დაატყვევა. ტყვეობაში პაპი [[პიუს VI]] ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. [[1797]] წლის პირველ თვეებში ნაპოლეონმა თავისი ჯარები გადაიყვანა [[ავსტრია]]ში და დადო მასთან სამშვიდობო ზავი რომლის ძალითაც [[ავსტრიის იმპერია]] იძულებული გახდა გადაეცა [[საფრანგეთი]]სათვის [[იტალია|იტალიის]] მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდეგ ნაპოლეონი ილაშქრებს [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციის რესპუბლიკის]] წინააღმდეგ, ამარცხებს მათ ჯარებს და ბოლოს უღებს მის თითქმის ათასწლოვან დამოუკიდებლობას.
[[ფაილი:General Bonaparte giving orders at the Battle of Lodi.jpg|300px|thumb|right|გენერალი ნაპოლეონი იძლევა განკარგულებას ([[ლოდის ბრძოლა]])]]
ნაპოლეონის სამხედრო ტრიუმფების სერია რა თქმა უნდა იყო მისი სამხედრო საქმისადმი დიდი განსწავლულობისა და ცოდნის შედეგი. [[იტალია|იტალიის]] კამპანიის პერიოდში ძალზედ გაიზარდა ნაპოლეონ ბონაპარტის - მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის - ავტორიტეტი და პოპულარობა. [[1797]] წლის [[მაისი|მაისში]], [[პარიზი|პარიზში]] მან გამოსცა თავისი რიგით უკვე მესამე გაზეთი (Le Journal de Bonaparte et des hommes vertueux).
 
[[ფაილი:David_-_Napoleon_crossing_the_Alps_-_Malmaison1.jpg|thumb|250px|right|ნაპოლეონი ალპების გადაკვეთისას]]
 
[[დირექტორია]]ს არ სიამოვნებდა რა ნაპოლეონის პოპულარობა ხალხის თვალში, დაიწყო მისი გაპროტესტება. ისინი ადანაშაულებდნენ ნაპოლეონს იტალიის ძარცვა-გლეჯაში და უფლებამოსილების გადაჭარბებაში, როდესაც მარტომ დადო ხელშეკრულება [[ავსტრია]]სთან.
 
=== ეგვიპტის ექსპედიცია ===
[[ფაილი:Jean-Léon Gérôme 003.jpg|thumb|right|''ბონაპარტი [[სფინქსი]]ს წინ,'' (1868 წლის ნახატი), [[ჟან-ლეონ ჟერომი]], [[ხერსტ-კასლი]]]]
ორთვიანი ფიქრის შემდეგ ნაპოლეონმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები ჯერ კიდევ არ იყო მზად ინგლისის სამეფო ფლოტთან დაპირისპირებისთვის. მან საფრანგეთის მმართველ წრეებში წამოაყენა წინადადება [[ეგვიპტე]]ში სამხედრო ექსპედიციის შესახებ და ამის საშუალებით ძირი გამოეთხარა ინგლისის სავაჭრო ინტერესებს [[ინდოეთი|ინდოეთში]]. ბონაპარტს სურდა დაეარსებინა საფრანგეთის ინტერესების სფერო შუა აღმოსავლეთში და შეეკრა კავშირი ინგლისის მოწინააღმდეგე [[ტიპუ სულთანი|ტიპუ სულთანთან]] ინდოეთში. ნაპოლეონი არწმუნებდა დირექტორიას, რომ ''"როგორც კი ის დაიპყრობდა ეგვიპტეს, მაშინვე დაამყარებდა კავშირს ინდოელ მმართველთან და მასთან ერთად დაამხობდა ინგლისურ მმართველობას."''<ref name=Amini>Amini 2000, p.12</ref> [[1798]] წელს [[ტალეირანი|ტალეირანმა]] განაცხადა: ''"ეგვიპტის დაპყრობით, ჩვენ გავაგზავნით 15,000 სამხედროს [[სუეცი]]დან ინდოეთში, ისინი შეუერთდებიან ნაპოლეონისა და ინდოელთა ძალებს და ერთობლივი ძალებით გადააგდებენ ინგლისურ უღელს."''<ref name=Amini/>
 
[[1798]] წლის მაისში ნაპოლეონი [[მეცნიერების ფრანგული აკადემია|მეცნიერების ფრანგული აკადემიის]] წევრად აირჩიეს. ეგვიპტურ ექსპედიციაში მას თან ახლდა 167 მეცნიერისაგან შემდგარი ჯგუფი: მათემატიკოსები, ბუნებისმეტყველები, ქიმიკოსები. მათ თავიანთი აღმოჩენები [[როზეტის ქვა|როზეტის ქვის]] ჩათვლით, აღწერეს ნაშრომში [[Description de l'Égypte]] [[1809]] წელს.
 
[[1798]] წლის 9 ივნისს ნაპოლეონმა [[მალტა]]ს მიაღწია, რომელსაც ფრანგი რაინდები მართავდნენ, თუმცა ფრანგული წარმოშობის რაინდებმა არ ინებეს ნაპოლეონის კუნძულზე შეშვება, მაშინ გენერალმა ჭკვიანური გეგმით, ძალით მოახერხა კუნძულის აღება და თითქმის უდანაკარგოდ (დაიღუპა 3 ჯარისკაცი) ჩაიგდო ხელში უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა.
 
ბონაპარტი თავისი ექსპედიციით აცდა სამეფო ფლოტს და [[1 ივლისი|1 ივლისს]] [[ალექსანდრია]]ში გადაჯდა. [[ჩობრაკიტის ბრძოლა]]ში ნაპოლეონმა დაამარცხა [[მამლუქები]], [[შუა აღმოსავლეთი]]ს უმნიშვნელოვანესი ძალა. ეს იყო ფრანგული გეგმის პირველი ეტაპი, მალევე ფრანგებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს [[პირამიდების ბრძოლა]]ში, რომელიც [[ეგვიპტის პირამიდები|პირამიდებიდან]] 6 კილომეტრის დაშორებით გაიმართა. ფრანგებმა 6 000-მდე მამლუქი მოკლეს, თავიანთი დანაკარგი კი მხოლოდ 200 კაცს შეადგენდა.
 
1 აგვისტოს ბრიტანეთის ფლოტმა [[ჰორაციო ნელსონი]]ს მეთაურობით გაანადგურა თითქმის ყველა ფრანგული გემი, ნაპოლეონის მიზანი, გაემყარებინა ფრანგული პოზიციები [[ხმელთაშუა ზღვა]]ში, ჩავარდა. ადრეულ 1799 წელს ბონაპარტმა თავისი ჯარები [[დამასკო]]ს ოტომანთა პროვინციისაკენ გაიძღოლა და 13 000 ჯარისკაცით აიღო სანაპირო ქალაქები: [[ელ-არიში]], [[ღაზა]], [[იაფა]]. განსაკუთრებით სისასტიკით გამოირჩეოდა [[იაფას ალყა]], მამაკაცები, ქალები, ბავშვები სამი დღის განმავლობაში სასტიკად იხოცებოდნენ.
 
სხვადასხვა ავადმყოფობით, ძირითადად [[ბუბონის ჭირი]]თ დასუსტებული არმიით ნაპოლეონისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა [[აკო]]ს [[აკოს ალყა (1799)|აღება]] და მაისში [[ეგვიპტე|ეგვიპტისაკენ]] გაბრუნდა. უკანდახევისას, 25 ივლისს, ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ოტომანთა ჯარები [[აბუკირის ბრძოლა (1799)|აბუკირთან]].
 
== საფრანგეთის მმართველობა ==
''{{მთავარი|18 ბრიუმერის გადატრიალება}}''
ძალაუფლების კრიზისი [[პარიზი|პარიზში]] თავის აპოგეას 1799 წელს აღწევს, როდესაც ბონაპარტი თავის მეომრებთან ერთად ეგვიპტეში იმყოფებოდა. კორუმპირებულ დირექტორიას აღარ შეეძლო რევოლუციის დაპყრობების მომარაგება. იტალიაში რუსულ–ავსტრიულმა ძალებმა, რომელთაც [[ალექსანდრე სუვოროვი]] ხელმძღვანელობდა გაანადგურეს ნაპოლეონის მიერ დატოვებული მთლიანი ჯარი, შეიქმნა ასევე იმის საშიშროება რომ ისინი საფრანგეთშიც შეიჭრებოდნენ.
 
=== საფრანგეთის კონსული ===
''{{მთავარი|საფრანგეთის კონსულობა}}''
საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო და უფრო იხრებოდა ძლიერი სამხედრო დიქტატურის დამყარებისაკენ.
 
ეგვიპტეში მყოფმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სწორად შეაფასა დირექტორიის არამყარი მდგომარეობა. მან არმია თავის გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი [[ხმელთაშუა ზღვა]]ში სასწაულებრივად დაუსხლტა ინგლისელთა გემებს და საფრანგეთში დაბრუნდა.<ref>ახალი ისტორია, მე–8 კლასი, გვ. 96, – თბილისი, "კონა", 2001</ref>
 
=== იმპერატორად კურთხევა ===
დირექტორიის პერიოდში საფრანგეთი გამუდმებით ეომებოდა ანტიფრანგულ კოალიაციას,რომელშიც ამჯერად ავსტრია გამოირჩეოდა.განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ნაპოლეონ ბონაპარტმა, რომელმაც სასტიკი მარცხი აგემა რამდენიმე ავსტრიულ არმიას იტალიაში და აიძულა ის, საფრანგეთთან ზავი გაეფორმებინა. დირექტორია გენერალ ბონაპარტის საფრანგეთში პოპულარობის ზრდით შეშინდა. ეს შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა.სწორედ ნაპოლეონ ბონაპარტმა მოუღო ბოლო დირექტორიას 1799 წლის ნოემბერში და კონსულატი დააწესა. ეს უკვე რევოლუციის დასასრული იყო. საფრანგეთში ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა. ნაპოლეონი თავად გახდა ჯერ პირველი კონსული, შემდეგ–მუდმივი კონსული, 1804 წელს კი თავი იმპერატორად გამოაცხადა.
 
== საფრანგეთის პირველი იმპერია ==
Line 52 ⟶ 110:
=== მესამე კოალიციის ომი (1805 წელი) ===
[[ფაილი:Austerlitz-baron-Pascal.jpg|thumb|300px|right|ნაპოლეონი [[აუსტერლიცის ბრძოლა]]ში]]
ნაპოლეონმა, რომელიც ემზადებოდა [[ინგლისი|ინგლისში]] დესანტის გადასასხმელად, მიიღო ცნობა, რომ [[27 აგვისტო]]ს ავსტრიის ჯარები [[ბავარია]]ში შეიჭრნენ. მან დაიწყო ძალების გადასროლა [[ბულონი]]ს ბანაკიდან [[რაინი|რაინზე]] ფელდმარშალ [[კარლ მაკი]]ს ავსტრიის დუნაის არმიის (80 000 კაცი) გასანადგურებლად [[მიხეილ კუტუზოვი|კუტუზოვის]] არმიის (50 000 კაცი) მოსვლამდე. თავისი ჯარების (220 000 კაცი) მოხერხებული მანევრით ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა [[კარლ მაკი|მაკის]] არმიას [[ულმი|ულმთან]] და [[8 ოქტომბერი|8 ოქტომბერს]] აიძულა იგი დანებებოდა. [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ჯარები, რომლებიც [[ბრაუნაუ]]ში [[29 სექტემბერი|29 სექტემბერს]] მივიდნენ, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იძულებულნი გახდნენ საარიერგარდო ბრძოლით დაეხიათ უკან [[დუნაი]]ს მარჯვნივ, ნაპირის გაყოლებით. ნაპოლეონი შეეცადა მოემწყვდია რუსეთის ჯარები, მაგრამ ისინი [[დუნაი]]ზე ფრანგების მოსვლამდე გადავიდნენ, ხოლო [[30 ოქტომბერი|30 ოქტომბერს]] დაამარცხეს [[ედუარდ მორტიე]]ს კორპუსი. [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] მარშალ [[იოახიმ მიურატი]]ს ავანგარდი შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. [[1805]] წლის [[4 ნოემბერი|4 ნოემბერს]] [[პეტრე ბაგრატიონი]]ს საფარმა რაზმმა (6 000 კაცი) [[შენგრაბენის ბრძოლა]]ში ფრანგთა 30 000-იანი ავანგარდის იერიში მოიგერია, რითაც მთავარ ძალებს საშუალება მისცა დაეხიათ [[ოლმიუცი]]საკენ, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ. [[1805]] წლის [[2 დეკემბერი|2 დეკემბერს]] [[აუსტერლიცის ბრძოლა]]ში მოკავშირეთა ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ [[პრესბურგის ზავი|პრესბურგის ზავს]] ([[1805]]). რუსეთის ჯარები გაიყვანეს [[რუსეთი|რუსეთში]].
 
ზღვაზე [[საფრანგეთის პირველი იმპერია|საფრანგეთ]]-[[ესპანეთი]]ს ფლოტი განადგურებულ იქნა [[ტრაფალგარის ბრძოლა]]ში ([[1805]]). მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნეაპოლსა და ჩრდილოეთ გერმანიაში უშედეგოდ დამთავრდა. ომში ნათლად გამომჟღავნდა ნაპოლეონის უდიდესი სამხედრო ნიჭი.
 
=== მეოთხე კოალიციის ომი ===
=== ნახევარკუნძულის ომი ===
 
=== მეხუთე კოალიციის ომი ===
=== რუსეთის ლაშქრობა ===
{{მთავარი|საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)}}
 
როდესაც 1812 წლის 24 ივნისს ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა, მან დიდი შეცდომა დაუშვა, თუმცა თავიდან ფრანგებს ყველაფერი კარგად მისდიოდათ სანამ ზამთარი არ დადგებობა. კუტუზოვმა გადაწყვიტა დაეთმო ფრანგებისთვის მოსკოვი, რადგან ფრანგებს ძალიან გაუჭირდებოდათ ზამთარში საკვების გარეშე ყოფნა. კუტუზოვის აზრით მოსკოვის დათმობით არ დაიკარგება ქვეყანა, ჯარის დაკარგვა კი დამარცხებას ნიშნავდა. მოსკოვში შესვლის შემდეგ, ნაპოლეონმა ნახა დაცარიელებული ქალაქი და გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში, თუმცა ზამთარში ეს ძალიან რთული იყო. უკან დახევისას მან დაკარგა არმიის ნახევარი.
 
=== ნაპოლეონის პირველი გადადგომა ===
რუსეთში განცდილი მარცხი ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი გახდა. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ ევროპის ქვეყნები. [[1813]] წლის ოქტომბერში [[ლაიფციგი|ლაიფციგთან]] ნაპოლეონის არმიის ნარჩენებს ბრძოლა მოუხდათ მოკავშირეებთან რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, შვედეთის არმიებთან (ე.წ. ხალხთა ბრძოლა), სადაც ფრანგები დამარცხდნენ. მოკავშირეები [[1814]] წელს პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი გადადგა. იგი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ [[ელბა (კუნძული)|ელბაზე]] გადაასახლეს. პარიზში [[ბურბონი (დინასტია)|ბურბონები]] და რევოლუციის დროს გაქცეული არისტოკრატები დაბრუნდნენ.
 
== ასი დღე ==