ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ჰაფლპ → ჰაფლეპ (2) using AWB
ხაზი 37:
 
გზად იგი გაიცნობს [[რონ უისლი]]სა და მის ოჯახს. ასევე მათ შეუერთდება [[ჰერმიონ გრეინჯერი]], მაგლი გოგონა. მატარებელში მყოფი დრაკო მალფოი დასცინის მაგლებს და საქმე თითქმის ჩხუბამდე მიდის. მაგრამ რონის ვირთხა კბენს მალფოის მეგობარს და იგი გადაიფიქრებს ამ ჩხუბში ჩართვას. ამ დროიდან დრაკო ჰარის, რონისა და ჰერმიონის მტერი ხდება.
 
=== ჰოგვორტსი ===
 
ჰოგვორტსში მისულებს სხვადასხვა ფაკულტეტზე გადაანაწილებს გამანაწილებელი ქუდი. რონი, ჰარი და ჰერმიონი, სხვა ბავშვებთან ერთად ხვდებიან გრიფინდორში, ხოლო დანარჩენი ბავშვები - ჰაფლეპაფში, სლიზერინში და რეივენქლოში.
 
ერთ-ერთი პირველი ლექცია, რომელზეც ბავშვები ხვდებიან, არის პროფესორ სევერუს სნეიპისა. ამ ლექციიდან მოყოლებული სნეიპს ჰარისთან ცუდი დამოკიდებულება აქვს და გამუდმებით აკლებს ქულებს, რაც გრიფინდორის საერთო ქულებზეც აისახება - ეს კი, ჯამში გრიფინდორს ცუდ სახეს უქმნის.
 
ამასობაში ცნობილი ხდება, რომ უცნობმა პირმა გრინგოტსის ბანკიდან მოიპარა რაღაც ნივთი. ჰარის მოგვიანებით უჩნდება ეჭვი, რომ ეს ფილოსოფიური ქვაა, რომელიც მანამდე ბანკში იხილა.
 
მალფოი ამასობაში ყველანაირად ცდილობს ჰარის გაღიზიანებას. ერთხელ ღამით იგი მას დუელს დაუნიშნავს, მაგრამ თავად არ მოდის. ფილჩისგან, სკოლის დარაჯისგან დერეფნებში დამალვის დროს ბავშვები მოხვდებიან აკრძალულ საიდუმლო ოთახში, რომელშიც სამთავიან გიგანტურ ძაღლ ფლაფის სძინავს. აშკარაა, რომ იგი რაღაცაზე ზის და დარაჯობს.
 
[[ჰელოუინი]]ს დღესასწაულის დროს ჰოგვორტსში იპარება [[ტროლი]]. იგი შედის ტუალეტში, სადაც ჰერმიონია, მაგრამ რონი და ჰარი გადაარჩენენ ჰერმიონს და ტროლს ნოკაუტში აგდებენ. პროფესორი მაკგონაგელი განრისხებულია, მაგრამ ბიჭების სიმამაცის გამო გრიფინდორს ქულებს უმატებს.
 
=== ეჭვი ===