ბახტრიონის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
ამ აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერითავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი ედგნენ.
კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა, ფშავლებმა და ხევსურებმა.
 
ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლის შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა [[ბახტრიონის ციხე|ბახტრიონის ციხეზე]], სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ [[ალავერდი|ალავერდის]] მონასტრის გალავანში გამაგრებულ [[ყიზილბაშები|ყიზილბაშებს]] და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი.
 
ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება. ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა - თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს - [[თუშები|თუშ]] [[გაფრინდაული, ზეზვა|ზეზვა გაფრინდაულს]], [[ხევსურები|ხევსურ]] [[ხოშარაული, ნადირა|ნადირა ხოშარაულს]], [[ფშავლები|ფშაველ]] [[გოგოლაური|გოგოლაურს]].