კონსტანტინეს ნაბოძვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 15:
პირველი, ვინც მეცნიერულად დაასაბუთა დოკუმენტის სიყალბე, [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] იტალიელი [[ჰუმანიზმი|ჰუმანისტი]] [[ლორენცო ვალა]] იყო. მან ამ მიზნით სამგვარი არგუმენტი მოიშველია: რელიგიური, ისტორიული და ფილოლოგიური.
 
რელიგიური არგუმენტაციის თანახმად, პაპ სილვესტერისათვისსილვესტერისთვის ამგვარი საჩუქარი კიდეც რომ შემოეთავაზებინა კონსტანტინეს, [[წმინდა პეტრე|წმ. პეტრეს]] მემკვიდრეს იგი არ უნდა მიეღო, რადგან [[სახარება]] კატეგორიულად კრძალავს საერო ხელისუფლების გადაცემას სასულიერო პირზე.
 
ისტორიული არგუმენტაციის მიხედვით, კონსტანტინე სიცოცხლის ბოლომდე ფლობდა [[რომის იმპერია]]ს. იმპერია მან, [[ეუროპეუსი]]ს [[მოკლე ისტორია|მოკლე ისტორიის]] თანახმად, თავის სამ ვაჟს დაუტოვა. ვალა [[ნუმიზმატიკა|ნუმიზმატიკურ]] მონაცემებსაც იშველიებს და ამტკიცებს, რომ კონსტანტინესდროინდელ არც ერთ მონეტაზე არც პაპია გამოსახული და არც პეტრე მოციქული. ის აზრიც არ უნდა იყოს სწორი, რომ კონსტანტინე მოინათლა 323–324 წლებში, როგორც ეს სიგელის წინასიტყვაობაშია ნათქვამი: ვალას აზრით, როგორც ამას კონსტანტინეს თანამედროვე ისტორიკოსებიც ადასტურებენ, იმპერატორმა [[ქრისტიანობა]] მიიღო სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, [[337]] წელს. ვალა ეჭვქვეშ აყენებს დედაქალაქის [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] გადატანასაც 323–324 წლებში, რადგან კონსტანტინოპოლი იმ დროს არ არსებობდა. იმპერატორმა ქალაქების მშენებლობას მხოლოდ [[329]]–[[330]] წელს ჩაუყარა საფუძველი.