კონსტანტინეს ნაბოძვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
რავენის საეგზარქოსოს მიწებისა და რომის ოლქის ტერიტორიების პაპისათვის გადაცემა სათანადო აქტითაც გაფორმდა, მაგრამ ეს არცთუ ისე მისაღები აღმოჩნდა პაპებისათვის, რადგან იგი პაპებს [[კაროლინგების დინასტია|კაროლინგებისადმი]] დაქვემდებარებულს ხდიდა. მოპოვებული საერო ხელისუფლება „კანონიერი“ რომ გაეხადათ, პაპებმა დაიწყეს თავიანთი უფლებების თეორიული დასაბუთება, იმის დამტკიცება, რომ ეს საჩუქარი მომდინარეობდა არა [[პიპინ მოკლე]]საგან, არამედ იმპერატორ [[კონსტანტინე I დიდი|კონსტანტინე დიდისაგან]] ([[306]]–[[337]] წწ). ასე ჩაეყარა საფუძველი ყალბ დოკუმენტს, ე.წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარს“.
 
პაპები კონსტანტინეს პიროვნებაზე შემთხვევით არ შეჩერებულან. იგი იყო პირველი ოფიციალური პიროვნება, იმპერატორი, რომელიც ქრისტიანული წესით მოინათლა და რომელმაც [[ქრისტიანობა]] ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა, თუმცა, ეს ფაქტი პაპებმა სხვაგვარად წარმოსახეს წინასიტყვაობაში, რომელიც „კონსტანტინეს ნაბოძვარს“ წაუმძღვარეს. მათი აზრით, იმპერატორის განკურნება საშინელი სენისაგან (კეთრისაგანკეთრისგან) შეუძლებელი გახდა, სანამ საქმეში არ ჩაერია პაპი [[სილვესტერ I]]. ამ უკანასკნელმა [[323]] თუ [[324]] წელს იმპერატორი მონათლა და იგი კეთრისგან განკურნა. სამაგიეროდ, იმპერატორმა პაპს უბოძა საიმპერატორო ნიშნები: ქალაქი რომი, იტალიისა და მთელი დასავლეთის ქვეყნები და ქალაქები, სამაგიეროდ თავისთვის დაიტოვა იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი. კონსტანტინეს პიროვნება პაპებისთვის იმიტომაც იყო მისაღები, რომ მას უფრო ადვილად წარმოაჩენდნენ ეკლესიის ქველმოქმედად, რადგან იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ეკლესიათა და სამღვდელოების მატერიალური უზრუნველყოფისათვის; ასევე მის სახელს უკავშირდება ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა [[პალესტინა]]სა და სხვა ადგილებში. ამას ემატება დედაქალაქის გადატანა აღმოსავლეთში [[330]] წელს და, რამდენადაც პაპი კვლავ რჩებოდა რომში, ამ გარემოებას შეეძლო წარმოეშვა აზრი ხელისუფლებათა გამოყოფის შესახებ.
 
,,კონსტანტინეს ნაბოძვარს" საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა პაპების თეოკრატიული პრეტენზიები. დიდი ხნის მანძილზე ამ დოკუმენტის სიმართლეში ეჭვი არავის შეუტანია. თვით [[დანტე ალიგიერი|დანტე ალიგიერსაც]] სჯეროდა მისი. [[ღვთაებრივი კომედია|ღვთაებრივი კომედიის]] ერთ–ერთ სტროფში ვკითხულობთ: {{ციტატა|„ო, კონსტანტინე! რაოდენი დაჰბადა ცოდვა არათუ შენმა მონათვლამან, არამედ ძღვენმა, რომელიც პირველ მდიდარ პაპსა შენ უთავაზე|ჯოჯოხეთი, ქება 19, 115.}} ცხადია, დანტეს ოდნავი ეჭვიც არ ეპარებოდა, „კონსტანტინეს ნაბოძვარის“ წარმომავლობაში, კონსტანტინეს მხოლოდ იმას საყვედურობდა, რომ მას არ უნდა გაეღო ძღვენი, რადგან მან ამით უამრავ ცოდვას დაუდო საფუძველი.
 
==სიყალბის დამტკიცება==