წითელი ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Red bridge.jpg|მინი|300პქ|წითელი ხიდი]]
'''წითელი ხიდი''', ''გატეხილი ხიდი'' - [[მდინარე]] [[ხრამი]]ს ნაპირზე, [[თბილისი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით, [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს საზღვარზე მდებარეობს. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომის]] მიერ [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს არ დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა, მას მაინც შერჩა "გატეხილი ხიდის" სახელი. ამის მიზეზი არის დღეს არსებული ხიდიდან იქვე ჩანს95 მეტრის მოშორებით მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე მდებარე ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთებიცნაშთები, რომლისაგან საყრდენი ბურჯებიღაა შემორჩენილი.
 
X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის [[მოსე კალანკატუელი]]ს ცნობების მიხედვით, მის დროს აღნიშნული ხიდი უკვე დანგრეული იყო. X-XVII საუკუნეებში ამ ადგილებში ხიდი არ არსებობდა, რის გამოც ხალხის მეხსიერებაში დარჩა "გატეხილი ხიდის" სახელი. თანამედროვე ხიდი წითელი აგურითაა ნაშენი, რის გამოც მას მეფის რუსეთის დროს "წითელი ხიდი" შეარქვეს.
ხიდის სიგრძე 175 მეტრია, სიგანე შუა წელში 4,3 მ., სიმაღლე კი 10 - 12 მეტრია. ნაგებია ქართული, წითელი ფერის აგურით, საიდანაც მოდის ხიდის სახელწოდება. „გატეხილ ხიდს“ კი უწოდებენ ხიდის თაღების თავისებური არქიტექტურული განლაგების გამო. ხიდის ბურჯებში არის სხვადასხვა სახის სათავსოები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო საბაჟოდ, სადარაჯოდ ან ქარავნების დასასვენებლად.

ხიდზე გადიოდა თბილისიდან წინა აზიის ქვეყნებისაკენ მიმავალი საქარავნე გზა, საიდანაც შემდეგ აზიის და ევროპის ქვეყნებში შეიძლებოდა გასვლა. ხიდს საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წითელი_ხიდი“-დან