შიომღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

suratebi
(suratebi)
მდებარეობს [[თბილისი|თბილისიდან]] 40 კმ-ზე, [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტში]], მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა [[ასურელი მამები|ასურელმა მამამ]] [[შიო მღვიმელი|შიომ]]. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად [[ანდერძი|ანდერძისა]], იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.
 
 
== ისტორია ==
XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] ეკლესიას შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმებიანი ეკლესია თითქმის სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიმუშია. აგებულია შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ეკლესია გეგმით მარტივი, „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის შენობაა, ე.ი. გეგმას საფუძვლად უდევს [[ჯვარი]], რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება, აღმოსავლეთით აფსიდია. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა [[გუმბათის ყელი]], რომელიც დასრულებულია რვაწახნაგავე შეკრული [[კამარა|კამარით]]. გადახურულია კონუსებრი სახურავით. ინტერიერს ამშვენებდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ორნამენტითა ფიგურებიანი რელიეფით შეკრული XI საუკუნის ქვის [[კანკელი]] (გადატანილია [[საქართველოს ხელოვნების მუზეუმი|საქართველოს ხელოვნების მუზეუმში]]). მიუხედავად XI და XVIII საუკუნეების მინაშენებისა, ეკლესიამ მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სახე. აგურის სამრეკლო XVIII საუკუნისაა. მონასტრის შუაგულში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია, ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათოვანი იყო. [[1678]] აღდგენილია ბაზილიკის სახით. სამეურნეო დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია სატრაპეზო (აქედანაა გასასვლელი შიოს მღვიმეში), რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნისაა, გადაკეთებულია და განახლებული XVII საუკუნეში.
 
ანონიმური მომხმარებელი