ბრაიან დე პალმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ფილმოგრაფია: ვიკიფიცირება
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: ფილმა → ფილმმა using AWB
ხაზი 24:
ბრაიან დე პალმა დაიბადა [[ნიუ-ჯერსი|ნიუ-ჯერსის შტატის]] ქალაქ [[ნიუარკი|ნიუარკში]], ქირურგის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა კოლეჯში, შემდეგ სწავლა განაგრძო [[კოლუმბიის უნივერსიტეტი|კოლუმბიის უნივერსიტეტში]], სადაც დაამთავრა ხელოვნების ფაკულტეტი. მისი პირველი სადებიუტო ნამუშევრებია მოკლემეტრაჟიანი ფილმები („იკარუსი“, „ჯენიფერი“ და სხვ.). პირველად სახელი გაითქვა [[1960]]-იანი წლების ბოლოს, სადაც გადაიღო თავის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ამ პერიოდში მის რამდენიმე [[ფილმი|ფილმში]] ითამაშა იმ დროს უცნობმა [[რობერტ დე ნირო]]მ.
 
კარიერის დასაწყისში ბრაიან დე პალმას [[ფილმი|ფილმები]] გამსჭვალული იყო [[კომედია|კომედიური]] თემატიკით. შემდგომ მის შემოქმედებას ადარებენ [[ალფრედ ჰიჩკოკი]]ს შემოქმედებას, რომლის ფილმების გავლენით გადაიღო თავის პირველი ყველაზე დიდბიუჯეტიანი ფილმი „კერი“, სადაც მთავარ როლში თამაშობს ახალგაზრდა [[სისი სპეისეკი]]. ამ ფილმაფილმმა [[რეჟისორი|რეჟისორს]] რანგიც აუმაღლა და მისცა საშუალება მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ემუშავა თავის ჩანაფიქრებზე. ფილმი „კერი“ რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა [[1976|1976 წლის]] [[3 ნოემბერი|3 ნოემბერს]], წარმოადგენს ფსიქოლოგიურ [[დრამა]]სა და საშინელებათა ფილმს.
 
[[1983|1983 წელს]] გამოდის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი — ფილმი „[[ნაიარევი სახე (ფილმი)|ნაიარევი სახე]]“ ([[ინგლ.]] Scarface), სადაც ანტონიო (ტონი) მონტანას როლს ასრულებს [[ალ პაჩინო]]. [[ფილმი]] არის [[1932]] წლის [[რემეიკი]]. სიუჟეტის ცენტრშია [[კუბა|კუბელი]] [[ემიგრანტი]], რომელიც ცხოვრების დაბალი საფეხურებიდან, მოულოდნელად გადაიქცევა დიდ [[კრიმინალი|კრიმინალურ]] ავტორიტეტად. ამ ფილმმა ბრაიან დე პალმას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი.