ხერხეულიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: გამოცა → გამოსცა using AWB
ხაზი 13:
|სამფლობელოები=
|სასახლეები=
|სამოქალაქო საქმიანობა=• [[ომან ხერხეულიძე|ომან ხერხეულიძე]] — მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ქართველი მემატიანე, [[მდივანბეგი|მდივანბეგი]].
|სამხედრო საქმიანობა=• [[აღათანგ ხერხეულიძე]] — [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცესი]], [[არაგვის საერისთავო|არაგვის საერისთავოს]] განმგებელი. [[მარაბდის ბრძოლა]]ში მონაწილე ერთ-ერთი მეწინავე რაზმის ხელმძღვანელი;<br />• [[ზაქარია ხერხეულიძე]] — [[რუსეთი|რუსეთის]] [[არმია|არმიის]] [[გენერალი|გენერალ]]-[[მაიორი]].
|რელიგიური საქმიანობა=• [[ცხრა ძმა ხერხეულიძე]] დედითა და დით ქართული ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულები;<br />• [[ნიკოლოზ X (ხერხეულიძე)|ნიკოლოზ X ხერხეულიძე]] — აღმოსავლეთ საქართველოს [[კათოლიკოსი|კათალიკოს-პატრიარქი]]
|სამოქალაქო ჯილდოები=
ხაზი 20:
}}
 
'''ხერხეულიძეები''' — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] [[თავადი|თავადები]], ისტორიულ წყაროებში [[XII საუკუნე]]ში, [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დროს მოიხსენებიან: {{ციტატა|ესენი არიან ძველად სამცხესა შინა ადგილის ხერხეთის მცხოვრებნი და მათის ხეობისა მოსახლენი, დროსავე თამარ მეფისასა და ამათ ნათესავთაგანიცა იყო მოხელედ კავკასიასა შინა, ადგილსა ნარად წოდებულსა, რომელმანაცა მუნებურისა კარგისა გვარისა ოსისა გორჭიშვილისა ქალი შეირთო ცოლად და მის გამოცაგამოსცა შვილთა მათთა უწოდდნენ გოჭიანად, ხოლო უკანასკნელ დროსა მეფისა დიდისა თეიმურაზისა, ოდეს სპარსნი მოვიდნენ ურიცხვთა მხედრობითა საქართველოსა ზედა და ბრძო მეფემან თეიმურაზ ადგილსა მარაბდად წოდებულსა, წელსა ქრისტეს აქეთ 1625-სა, ამა ბრძოლასა შინა მხნედ გამოჩნდა აღათანგ ხერხეულიძე, რომელიცა იქმნა წარჩინებულ და მერე შთამომავლობანიცა იყვნენ პატივ-ცემულ მეფეთაგან და მოხელენიცა იყვნენ სხვა-და-სხვა სამსახურსა შინა, და აწ არიან ხერხეულიძენი სხვა-და-სხვა სახლად: 1) დავითის შვილები, 2) გიორგის შვილები, 3) ჯამასპის შვილები, 4) აღათანგისა და მისის ძმისწულის შვილები და სხვანი კიდევ ზაქარიას შვილები და მკვიდრობენ ქრცხინვალის ნაწილებთა ადგილთა შინა<ref>იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997.</ref>}}
 
ისტორიული წყაროების მიხედვით, ხერხეულიძეები [[მესხეთი]]ს წარჩინებულ ფეოდალურ საგვარეულოს მიეკუთვნებიან<ref>ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, აწინდელთა მთავართა გვართათვის. ქართული მწერლობა, ტ. 8, თბ., 1990. გვ. 64</ref>. [[იოანე ბატონიშვილი]]ს ნაშრომის, [[შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა|„შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“]] მიხედვით, ხერხეულიძეები [[თავადი|თავადთა]] შორის მე-15 ადგილზე არიან<ref>იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997</ref>. ერისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის, [[მეფე|მეფე]] [[ერეკლე II|ერეკლე მეორეს]] ხერხეულიძეებისათვის 1783 წლის [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] [[თავადაზნაურობა|თავად-აზნაურთა]] სიაში, რომელიც დაერთო [[გეორგიევსკის ტრაქტატი|გეორგიევსკის ტრაქტატს]], [[მუხრანბატონები|მუხრანბატონის]] შემდეგ, მეექვსე ადგილი მიუჩენია<ref>[http://www.geogen.ge/index.php?id_menu_up=2&lang=&id_menu=37&abc=0 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია, რომელიც დაერთო გეორგიევსკის ტრაქტატს.]</ref>. ხოლო 1850 წლის [[საქართველო|საქართველოს]] თავადების სიაში, რომელიც შედგენილია და დამტკიცებულია [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]], ხერხეულიძეებს მე-5 ადგილი უკავიათ<ref>[http://www.geogen.ge/index.php?id_menu_up=2&lang=&id_menu=12&abc=1 ოფიციალური სია საქართველოს თავადებისა, რომელიც შეტანილია „ბარხატნაია კნიგაში“, გამოცემული და დამტკიცებული სანქტ-პეტერბურგში, 1850 წ.]</ref>.
 
ხერხეულიძეებს გააჩნდათ საგვარეულო [[გერბი]] — გაკვეთილი ფრანგული ფარის მარჯვენა ნაწილში ზღვაში მცურავი შებრუნებული აფრებაშვებული ხომალდი, ხოლო მარცხენაში კი ნახევარმთვარე და ყვავილი, როგორც მზის ნიშანი<ref>В. Цихинский. Кавказский гербовник. Тавадские роды. (Рукопись). Петроград. 1922 г. ст. 45</ref><ref> მიხეილ ვადბოლსკი. საქართველოს ჰერალდიკური სიმბოლიკა. გამომც. „ხელოვნება“. თბ. 1980 წ. გვ. 96, ნახ. 179</ref>.
 
[[საქართველო|საქართველოს]] ისტორიულ წყაროებში ამ გვარის ცნობილ ადამიანთა შორის მოიხსენებიან:
* [[აღათანგ ხერხეულიძე]] — [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცესი]] მეფე [[ლუარსაბ II|ლუარსაბ მეორის]] დროს, განაგებდა [[არაგვის საერისთავო|არაგვის საერისთავოს]]. 1625 წელს [[მარაბდის ბრძოლა|მარაბდის ბრძოლაში]] ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მეწინავე რაზმს და ამ ბრძოლაში დაიღუპა<ref>[[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]], ტ. 11, გვ. 472, თბ., 1987 წელი.</ref>;
 
[[File:Nine Brothers Kherkheulidze with their Mother and Sister.jpg|left|thumb|ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით]]
* [[ბააკა ხერხეულიძე|ბააკა (კახაბერ) ხერხეულიძე]] — [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] [[ფარეშთუხუცესი|ფარეშთუხუცესი]], [[გიორგი სააკაძე|გიორგი სააკაძის]] მომხრეთა დასის წევრი<ref>გ. ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბილისი, 1964 წ</ref>. 1612 წელს მან [[წავკისი|წავკისში]] გიორგის აცნობა მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ამბავი და გიორგი აშკარა სიკვდილს გადაარჩინა, რისთვისაც შეთქმულებმა ცხვირი მოჰკვეთეს<ref>ბერი ეგნატაშვილი, ქართლის ცხოვრება. ქართული მწერლობა, ტ. 6, თბ., 1989. გვ. 760</ref>. შესაძლოა, კახაბერი 1625 წელს თავის სახლიკაცებთან ერთად [[მარაბდის ბრძოლა|მარაბდის ბრძოლაში]] დაიღუპა;
 
* [[ნიკოლოზ X (ხერხეულიძე)|ნიკოლოზ X ხერხეულიძე]] — აღმოსავლეთ საქართველოს [[კათალიკოსი|კათალიკოს-პატრიარქი]] 1741-1744 წლებში. [[დომენტი IV|დომენტი კათალიკოსის]] გარდაცვალების შემდეგ, მისივე სურვილის გათვალისწინებით, კათალიკოსად დადგენილ იქნა ნიკოლოზ ხერხეულიძე<ref>[[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]], ტ. 7, გვ. 433, თბ., 1984 წელი.</ref>. ვახუშტის ცნობით, 1744 წელს ნიკოლოზ X ვინმე „უკეთურმან მაჰმადიანყოფილმან თაზისშვილმან ტარიელ მახვუილითა მოკლა“;
 
* [[ომან ხერხეულიძე|ომან ხერხეულიძე]] — მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ქართველი მემატიანე, [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] მსხვილი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი, [[მდივანბეგი|მდივანბეგი]]<ref>ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბილისი, 1977</ref>. მას ეკუთვნის ისტორიული თხზულება [[მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა|„მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა“]]<ref>მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა. წიგნი ქართლის ცხოვრება, ნაწ.: 2, დ. ჩუბინიშვილის გამოცემა., სპბ., 1854 წ.</ref>.
 
ამ საგვარეულოდან აღსანიშნავია [[ცხრა ძმა ხერხეულიძე|ცხრა ძმა ხერხეულიძე]] თავიანთი დედითა და დით, რომლებიც [[მარაბდა|მარაბდის]] ველზე გმირულად დაეცნენ<ref>საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, თბ., 1974. თავი მეხუთე, §4</ref>. ისინი [[მარაბდის ბრძოლა|მარაბდის ბრძოლაში]] გორგასლიან-დავითიან-თამარიანი დროშის დარაჯები იყვნენ. სამშობლოსადმი მათი თავგანწირვისთვის, [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|ეკლესიამ]] [[ცხრა ძმა ხერხეულიძე|ცხრა ძმა ხერხეულიძე]] დედითა და დით [[წმინდანი|წმინდანებად]] შერაცხა<ref>ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 258, თბ., 1987 წელი.</ref>.
 
ამჟამად [[საქართველო]]ს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ გვარის 141 მატარებელი<ref>[http://cra.gov.ge/index.php?sec_id=75&page_name=name_statistics სახელებისა და გვარების სტატისტიკა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო]</ref>.
ხაზი 56:
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
 
{{ხერხეულიძეები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხერხეულიძეები“-დან