49 737
რედაქტირება
მ (clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB) |
მ (clean up, replaced: იქედან → იქიდან using AWB) |
||
[[1394]] თემურლენგი ორჯერ შემოესია საქართველოს. [[თემურლენგის მესამე ლაშქრობა|პირველად]] [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოს]] დაესხა თავს, [[თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა|მეორედ]] - [[არაგვის ხეობა|არაგვის ხეობას]]. ამჯერადაც თოხთამიშის გამოჩენებამ გააბრუნა იგი საქართველოდან. [[1399]] მიწურულს თემურლენგი მეხუთედ მოვიდა ამიერკავკასიაში და გამოსაზამთრებლად დაბანაკდა [[ყარაბაღი|ყარაბაღში]], საიდანაც რჩეული მხედრობით პირადად ილაშქრა ჰერეთ-კახეთში, საშინლად ააოხრა და გაძარცვა ეს მხარე.
[[1400]] გაზაფხულზე თემურლენგი უზარმაზარი ლაშქრით [[თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში|მეექვსედ]] შემოიჭრა საქართველოში. გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მთელი მოსახლეობის გათათრება ან პირწმინდად გაჟლეტა. ქართველები [[გიორგი VII, ბაგრატ V-ის ძე|გიორგი VII-ის]] მეთაურობით მამაცურად შეებრძოლნენ მტერს მდ. საგიმის პირას, ქვემო ქართლში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. თემურლენგი კვალდაკვალ დაედევნა მათ, სასტიკად მოაოხრა ქვემო ქართლი, თბილისი, მუხრანის ველის მიდამოები, ქსნისა და ლეხურის ხეობები და გარს შემოერტყა [[გორის ციხე|გორის ციხეს]], სადაც გიორგი VII იყო გამაგრებული. გიორგიმ გაარღვია მტრის ალყა და გამაგრდა [[ძამის ციხე|ძამის ციხეში]], სადაც შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. ძამის ციხის დაცემის შემდეგ საქართველოს მეფე გამაგრდა სავანეთის ციხეში. მტერმა ეს ციხეც აიღო. გიორგი VII გადავიდა დასავლეთ საქართველოში. თემურლენგმა ვერ გაბედა ტყიანსა და უგზო ქვეყანაში მეფის დადევნება და ჯავრი სამცხეზე იყარა. შემდეგ გადავიდა თრიალეთში,
[[ფაილი:Caucasus 1405 map de alt.svg|მარცხნივ|მინი|კავკასია და საქართველო თემურლენგის შეომოსევების შემდეგ]]
|
რედაქტირება