სვია (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის vls:Hommel (plante); cosmetic changes
clean up, replaced: იქედან → იქიდან using AWB
ხაზი 19:
| commons =
}}
'''სვია''' ({{lang-la|Humulus lupulus}}) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ]] და [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვან]] [[ორსახლიანი მცენარეები|ორსახლიან]] ხვიარა მცენარეთა [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[კანაფისებრნი|კანაფისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. ღერო ხვიარა, ოთხწახნაგოვანი, 6 მ–მდე სიგრძის საყრდენს ეკიდება კაუჭიანი ეკლებით. ღერძული ფესვიდან გამოდის ჰორიზონტალური ყლორტები, რომლებიც კვანძებთან ფესვიანდება და იქედანიქიდან ვითარდება ახალი მიწისზედა ღერო. ფოთლები ფართო კვერცხისებრი ან მომრგვალო, გრძელყუნწიანია, ფუძესთან გულისებრი, მთლიანი ან 3–5 თათისებრნაკვთიანი, კიდეებზე მსხვილკბილა. ზევითკენ ფოთლები პატარავდება და მარტივდება, ზევიდან ხაოიანია, ქვევიდან ძარღვების გაყოლებაზე აქვს მახვილწვერიანი ეკლები. თანაფოთლები ლანცეტისებრია, დიდი ზომის, ერთმანეთს მიახლოებული. მტვრიანიანი ყვავილები სგაველასებრაა დაკიდული, ბუტკოიანი — მოკლე უბისებრ თავთუნებად, სხედან 2 ერთად საერთო თანაყვავილედის უბეში, გარდა ამისა, თითოეულ ყვავილს აქვს თავისი თანაყვავილედები ძლიერ იზრდება და დამწიფებული თავთუნი, ე.წ. სვიის „გირჩა“ 1,5–2 სმ სიდიდეს აღწევს.
 
მცენარე ყვავილობს VI-VIII. სვია იზრდება ტენიან ადგილებში, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობებში, ადის მთის შუა სარტყელამდე — 1200 მ–მდე ზღვის დონიდან. გავრცელებულია [[რაჭა]]-[[ლეჩხუმი|ლეჩხუმში]], [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[აჭარა]]ში, [[ქართლი|ქართლში]], [[კახეთი|კახეთში]], [[სამაჩაბლო]]ში, [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთში]]. [[საქართველო]]ში გვარი სვია ერთის სახეობითაა წარმოდგენილი. სამრეწველო მიზნით მოჰყავთ ბოსტნებსა და ბაღებში — მთელ საქართველოში. საერთო გავრცელება — [[დასავლეთი ევროპა]], [[სამხრეთი აფრიკა]], [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთი]] და [[სამხრეთი ამერიკა]], [[ავსტრალია]], [[ჩინეთი]], [[ცენტრალური აზია]]. ნედლეული.
 
სვიის გირჩები — ნაყოფედი კვერცხისებრი ფორმისაა, შედგება მომრგვალო თესლურებისაგან, რომლებიც თანაყვავილედის უბეებში და ყვავილსაფარის ფოთლებშია დაფარული. ნაყოფედი შედგება საერთო ღერძისაგან, რომელზეც მოთავსებულია კრამიტისებრ განლაგებული მრავალრიცხოვანი თანაყვავილედი. ისინი დაფარულია ხშირი ყვითელი ჯირკვლებით. გირჩებს აგროვებენ სრულ დამწიფებამდე, როდესაც მომწვანო-ყვითელი შეფერილობა აქვს. დაუშვებელია მწიფე გირჩების დამზადება, ამ დროს ისინი ყვითელი–მურა ფერისაა, ქერქლები გამოშვერილია და მრავალკაკლუჭიანი. აშრობენ სწრაფად, რომ მოქმედი ნივთიერებები არ დაიშალოს. გარდა ამისა, ამზადებენ ჯირკვლებს, რომლებსაც მშრალი გირჩებიდან გამობერტყავენ და გაცრიან. მიიღება ოქროსფერ-ყვითელი ფხვნილი, ე. წ. Lupulinum მედიცინაში გამოყენება. სვიის გირჩები დამამშვიდებელი მოქმედებისაა, აუმჯობესებს ძილს, ხმარობენ კლიმაქსური დარღვევისას, ასევევ [[გასტრიტი]]ს, სანაღვლე გზებისა და [[ღვიძლი]]ს დაავადებებისას, შარდსასქესო გზების პათოლოგიის დროს. გირჩები შედის სედატიურ ნაკრებში, ეთეროვანი ზეთი და ექსტრაქტი კი გულ-სისხლძარღვთა პრეპარატებში, პრეპარატ უროლესანში; „ლუპულინს“ იყენებენ [[ჰომეოპათია]]ში. სვია უძველესი ხალხური საშუალებაა, დადგენილია მისი ძალზე მაღალი ანტიბაქტერიული და ალერგიის საწინააღმდეგგო მოქმედება. ევროპელები IX საუკუნიდან იყენებენ სვიას ლუდისა და პურის წარმოებაში. ამრიგად, სვიას ახასიათებს მოქმედებისა და გამოყენების ფართო სპექტრი, მაგრამ რომელი შენაერთი განაპირობებს ამა თუ იმ ეფექტს, არაა დადგენილი.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სვია_(მცენარე)“-დან