ოსმოსური წნევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
სწორედ ამიტომ წამლები, რომლებიც სისხლში შეჰყავთ, იზოტონურ ხსნარში მზადდება, რომელიც ზუსტად იმდენ [[ნატრიუმი]]ს ქლორიდს (სუფრის მარილს) შეიცავს, რამდენსაც უჯრედშორისი სითხე. წამლებში [[მარილი]]ს კონცენტრაცია თუ დაბალი იქნა, ოსმოსური წნევა წარმოიშობა, რომლის შედეგად სისხლის უჯრედებში წყლის შესვლა მოხდება, რაც მათ გასკდომას გამოიწვევს. და პირიქით: თუ სისხლში დიდი რაოდენობით ნატრიუმის ქლორიდს შევიყვანთ, სისხლის უჯრედებიდან წყალი გამოიდევნება და ისინი მოიჭმუჭნება.
 
ხსნარის ოსმოსური წნევა მასში გახსნილ ნივთიერებათა რაოდენობაზეა დამოკიდებული, და არა მათ ქიმიურ თვისებებზე. რაც მეტია გახსნილ ნივთიერებათა [[მოლური კონცენტრაცია]] ხსნარში, მით მეტია მისი ოსმოსური წნევა. ეს წესი, რომელსაც ოსმოსური წნევის კანონი ჰქვია, გამოიხატება მარტივი ფორმულით, რომელიც ძალიან ჰგავს [[იდეალური აირი]]ს კანონს.
 
ოსმოსური წნევის კანონის გამოყენება შეიძლება მოცემული ნივთიერების [[მოლეკულური მასა|მოლეკულური მასის]] გამოსათვლელად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსმოსური_წნევა“-დან