აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎1900 - 1914 ანტიკური აიაქსი: clean up, replaced: თავჯდომარ → თავმჯდომარ using AWB
clean up, replaced: გაანთავ → გაათავ (3) using AWB
ხაზი 106:
 
იმის ყურება, თუ როგორ მიდიან სხვაგან კლუბის ტალანტები ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც მიდიან უფასოდ — ეს გაცილებით მძიმეა ყველასთვის. [[მარკო ვან ბასტენი]] „მილანში“ გადავიდა 500 00 დოლარად, ხოლო [[ფრანკ რეიკარდი]] სულ უფასოდ წავიდა კლუბიდან. „აიაქსის“ პრეზიდენტი ტონ ჰერსენემი დარჩა არაფრით. არ იყვნენ ფეხბურთელები და არ იყო ფული.... ხოლო [[დენის ბერგკამპი]], დე ბურები, ბრაიან როი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ახალი შენაძენები ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე. მხოლოდ სტეფან პეტერსონმა გაამართლა იმედები.
გერმანელმა მწვრთნელმა კურტ ლინდერმა მიიღო მეტად სარისკო გადაწყვეტილება და გუნდს დააწყებინა 4-4-2 ტატიკით თამაში. ამას მოყვა საშინელი რეაქცია ფანებისგან. „ტრიბუნა“ განრისხებული იყო და ობსტრუქციას უწყობდა გერმანელს. 1988-1989 წლების იყო ყველაზე საშინელი და ამას თან სდევდა უმძიმესი ფინანსური კრიზისი. პირველი შვიდი თამაშიდან გუნდმა წააგო ოთხი. კურტ ლინდერი გაანთავისუფლესგაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მთავარი დამნაშავე იყო კლუბის მმართველობა, რომელმაც ვერ გაუძლო წნეხს და დატოვა დაკავებული თანამდებობა. „აიაქსი“ ძალიან ახლოს იყო გაბანკროტებასთან. ფინანსურმა პოლიციამ აღმოაჩინა უამრავი სატრანსფერო დარღვევა და დაპატიმრებულ იქნა ბევრი ადამიანი. კლუბმა განიცადა უმძიმესი დარტყმა. არსებული სიტუაციის ფონზე მართლაც რომ გმირობის ტოლფასი იყო ის, რაც გააკეთებს ამ პატარა ბიჭებმა. გუნდმა მოახერხა ზედიზედ თორმეტი გამარჯვების მოპოვება და გავიდა მეორე ადგილზე.
კლუბის სათავეში მოვიდა 70-იანი წლების „აიაქსის“ ლეგენდარული პრეზიდენტის იაპ ვან პრააგის შვილი, მიხხაელ ვან პრააგი. მას დახვდა კატასრტოფული მდგომარეობა. გუნდის გადასარჩენად მოიყვანეს ახალი მწვრთნელი ლეო ბეენჰაკერი, რომელიც უკვე იყო მადრიდის „რეალის“ და ჰოლანდიის ნაკრების სატავეში. თავიდან ამ ნაბიჯმა შედეგები ვერ გამოიღო. გუნდმა ექვსი თამაშიდან წააგო სამი, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც „აიაქსს“ დაემართა უეფას თასზე. პირველივე ტურში ამსტერდამელები გათამაშებიდან გამოაგდო ავსტრიულმა „აუსტრია მემფისმა“. პირველი თამაში გუნდმა დათმო 0:1, ხოლო მეორე მატჩის დამატებით დროში, როდესაც ავსტრიელებმა ანგარიში გაათანაბრა, განრისხებული „ტრიბუნა F“ აბობოქრდა და დაიწყოს „დე მეერის“ ლეწვა. სტუმართა მეკარეს თავში უამრავი რაღაცა მოხვდა. შედეგად, ტენიკური მარცხი და ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია ევრო ტურნირებიდან, პლის სოლიდური ფულადი ჯარიმა. კლუბის წინაშე დადგა ელემენტარულად გადარჩენის ამოცანა....
შემდეგ სეზონში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ძალიან ახალგაზრდა გუნდმა ბერგკამპის, დე ბურების რიხარდ ვიჩგეს, ბრაიან როი და მარსიანო ფინკის ძალისხმევით მოახერხეს ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რიგით ოცდამესამე. ეს გმირობის ტოლფასი იყო. რომ არა ის სავალალო დისკვალიფიკაცია, პირველად 1985 წლის შემდეგ „აიაქსი“ ითამაშებდა ევროპის ჩემპიონთა თასზე. თუმცა ერთი უსიამოვნო ფატი მაინც მოხდა: გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სტეფან პეტერსონი 7 თვით დაიმტვრა. მაგრამ მთავარი დარტყმა იყო 1990-1991 წლების სეზონის შუაში ლეო ბეენჰაკერის წასვლა მადრიდის „რეალში“. მიახელ ვან პრააგის ემოციური რეპლიკა: „მე თავს ვგრძნობ იეს, თითქოს მიღალატეს და დამამცირეს“.
ხაზი 129:
სეზონის ბოლოს ისევ ნაცნობი სურათი წარსდგა ჩვენს წინაშე: კარიერა დაასრულა დენი ბლინდმა, იარი ლიტმანენი იყიდა „ბარსელონამ“, აქვე გადაბარგდნენ ძმები დე ბურები, რომელთაც ხელი ჰონდათ მოწერილი „სამუდამო კონტრატზე“ კლუბთან. ლუის ვან გაალმა მიუხედავად ვან გაალის დაპირებისა, რომ ის არ წაიყვანდა ამსტერდამიდან გუნდის ლიდერებს, „ბარსელონა“ მაინც გაივსო „აიაქსელებით“. მანამდე მოხდა კონფლიქტი მორტენ ოლსენსა და ფეხბურთელებს შორის, რის ნიადაგზედაც დანიელი წავიდა ჰოლანდიიდან. მის შემცვლელად დაინიშნა იან ვოუტერსი. ამასობაში „ტრიბუნა F” მთელი ხმით ღრიალებდა და ილანძღებოდა იმის გამო, რომ გუნდი ნელ-ნელა კვლავ იშლებოდა, კლუბის აქციები გაჩნდა საფონდო ბირჟაზე. გულშემატკივრები ემოციურად აცხადებდნენ, რომ „აიაქსი“ გადაიქცა უსულგულო წარმოებად. რამდენიმე წლის შემდეგ მიხაელ ვან პრააგმა აღიარა ფანების სიმართლე.
ამ სეზონში ამსტერდამულმა გრანდმა „ამსტერდამ არენაზე“ 6:0 გაანადგურა როტერდამის „ფეინოორდი“ და დაეუფლა მეთოთხმეტე თასს. მაგრამ ეს წარმატება ვერ გამოდგა ნუგეშად. გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ძალზედ ცუდად გამოიყურებოდა. თასის მოგების აღსანიშნავად ზეიმზე მოვიდა სულ რაღაც 5 000 გულშემატკივარი. ეს პროტესტი და ტრაგედია, ფანები დიდი ტკივილს განიცდიდნენ. სამაგიერო 16 მაისს გაივსო „ამსტერდამ არენა“, რათა გუნდიდან გაეცილებინათ იარი ლიტმანენი და [[ედვინ ვან დერ სარი]]. ეს იყო ცრემლიანი დღე. „ტრიბუნა F”-მა მათ მოუწყო ბრწყინვალე გაცილება.
1999-2000 სეზონში კლუბის 100 წლის იუბილე აღმოჩნდა ზეიმის ერთადერთი მიზეზი. აღნიშნული წლები იყო ყველაზე ცუდი 1965-ის მერე. „აიაქსი“ გავიდა მეექვსე ადგილზე. კლუბი 11 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა გამარჯვებას სტუმრად. მალევე გამოვარდა ეროვნული და უეფას თასებიდან. ხოლო 2000 წლის 18 მარტს დაბადების დღეზე სულაც წააგო ენსხედეს „ტვენტესთან“. ცამეტ თამაშიანი მოუგებელი სერიის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლესგაათავისუფლეს იან ვოუტერსი. სპეციალურად დაქირავებული ანალიტიკური კომისიის მიერ გამოტანილ იქნა დასკვნა: თანამდებობიდან უნდა გადადგეს გუნდის მმართველობა. მიხაელ ვან პრააგმა განაცხადა, რომ ის ემორჩილება ამ დასკვნას და ტოვებს დაკავებულ პოსტს იმისათვის, რომ ახალმა ძალებმა დააყენოს კლუბი სწორ გზაზე.
2000 წელს „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება ცნობილი სპეციალისტი კო ადრიანსე, რომელიც იმთავითვე მოიაზრებოდა რინუს მიხელსის და ლუის ვან გაალი გზის და იდეოლოგიის გამგრძელებლად. მან პრესკონფერენციაზე ჩამოაყალიბა თავისი გეგმა. ამ სეზონში გუნდის ამოცანა იყო მინიმუმ მეხუთე ადგილი, შემდეგ სეზონში მესამე ადგილი და ორი წლის შემდეგ ჩემპიონობა. უნდა აღინიშნოს, რომ კომ შეასრულა პირობა, თუმცა იყო ბევრი პრობლემა: შიდა კონფლიქტები ფეხბურთელებთა, დაძაბული ურთიერთობები პრესასთან და მნიშვნელოვან მატჩებში არასანახობრივი სათამაშო მანერა. შიდა პირველობაზე ამსტერდამელთა პროგნიზირება აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ბრწყინვალედ ცატარებულ თამაშებს ენაცვლებოდა ჩავარდნილი მატჩები. ხოლო ევროტურნირებზე - ისევ წარუმატებლობა. ბოლო წვეთი იყო ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნა. კო ადრიანსე მოხსნეს პოსტიდან.
ამსტერდამის „აიაქსის“ ისტორიის შემდეგი თავების დაწერა წილად ხვდა ლეგენდარულ ფეხბურთელს, რონალდ კუმანს.
ხაზი 138:
2002 წელს, პირველივე სეზონში ამსტერდამელებმა მოახერხე და დაუფლნენ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს. ახალგაზრდებმა თანდათანობი აიმაღლეს კლასი. შემდეგი სეზონი კი იყო ერთმნიშვნელოვნად არმატებული და მაღლებული თითოეული „აიაქსის“ ფანისთვის. პრობლემა იყო მხოლოდ ერთი - გამოუცდელობა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში. ეს გუნდი ვან გაალის გუნდთან შედარებით მათლაც „საბავშვო ბაღი“ იყო. თუმცა კუმანმა ეს ბარიერი მაინც დაძლია. გუნდში დაბრუნდნენ იარი ლიტმანენი და რიხარდ ვიჩგე. დაიწყო სვლა ჩემპიონთა ლიგაში.
პირველ ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსს“საკმაოდ აუჭირდა. გუნდმა ორჯერ წააგო მილანის „ინტერთან“, ორივე მატჩში დაამარცხა „ფრანგული „ლიონი“ და ორი ფრე ნორვეგიულ „როსენბორგთან“. არც თუ ისე შთამბეჭდავი შედეგი იყო, მაგრამ ამსტერდამელები თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ და იძენდნენ გამოცდილებას. ფეხბურთელები დარწმუნდნენ საკუთარ ძალებში. მეორე ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა არც თუ სასიმოვნო იყო კლუბისთვის. „აიაქსის“ მეტოქეები იყვნენ: „რომა“, „ვალენსია“ და „არსენალი“. თითქმის წარმოუდგენელი იყო ასეთი შემადგენლობიდან გაძვრომა, მაგრამ ამსტერდამელებმა შეუძლებელი შეძლეს. როგორც გამოჩნდა ახალგაზრდა „აიაქსელები“: [[რაფაელ ვან დერ ვაარტი]], [[უესლი სნეიდერი]], [[ზლატან იბრაჰიმოვიჩი]], [[კრისტიან კივუ]], პიენაარი, ჰეიტინგა, ვან დერ მეიდე, ტრაბელსი, დე იონგი და ა.შ. არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ ევროპული გრანდების მეგა ვარსკვლავებს. შედეგად ხუთი ფრე და ერთი მოგება საკმარისი იყო, რომ გუნდი გასულიყო ჯგუფიდან, სადაც მისი მეტოქე უკვე იტალიის „მილანი“ იყო. პირველი თამაში ამსტერდამში მიუხედავად შესამჩნევი უპირატესობისა დამთავრდა ფრედ 0:0. განმეორებითი მატჩი იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ეს იყო ალბათ კუმანის ძალზედ მწარე მარცხი. მან მოედანზე დააყენა აშკარად ცუდ ფორმაში მყოფი იაკუბუ, რომლის სინდისზეც იყო [[ფილიპი ინძაგი|ინძაგის]] და [[ანდრეი შევჩენკო|შევჩენკოს]] გოლები. თუმცა აიაქსმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში (ლიტმანენი, პიენაარი). თუმცა ფორტუნამ მილანს გაუღიმა და 93-ე წუთზე მილანმა მაინც მიაღწია გამარჯვებას. მიუხედავად ყველაფრისა გულშემატკივრები მაინც კმაყოფილნი იყვნენ, „აიაქსმა“ გამოღვიძება დაიწყო....
გუნდმა ჩემპიონატი დაასრულა მეორე ადგილზე, თუმცა ამას ლოგიკური ახსნა მოეძებნებოდა — ჩემპიონთა ლიგა. სეზონის ბოლოს ევროპული სატრანსფერო მანქანა კვლავ მოადგა ამსტერდამს. შედეგად გუნდი შეელია ანდი ვან დერ მეიდეს, აჰმედ ჰოსამ მიდოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს და კრისტიან კივუს. კუმანი გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა. მისი განცხადებით მას არ შეეძლო მათი შემცვლელების მოძებნა. „აიაქსმა“ გამოჩნდნენ გრიგერა, ესკუდე, ტომ დე მული, სუტარსი და დე რიდერი, თუმცა მათ ვერ გაამართლეს იმედები. გუნდმა ვერ გადალახა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სამაგიეროდ იმ წელს გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. სეზონის ბოლოს გუნდიდან წავიდნენ იარი ლიტმანენი, ვან დერ ვაარტი, [[მაქსველი]], სონკი, ო’ბრაიენი, დიდულიცა, დე იონგი და პასანენი. „აიაქსი“ დაიშალა ერთი ხელის მოსმით. მაგრამ ბედის ირონიით ასეთ მომენტებში ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე აკადემიიდან ახალ-ახალი ტამანტები. ამჯერადაც ესე იყო: ურბე ემანუელსონი, ჰედვიგ მადურო, რაიან ბაბელი, მარკუს როზენბერგი, ვერმალენი და ა.შ. თუმცა რონალდ კუმანის ადგილი ა უკვე აღარ იყო. იგი გაანთავისუფლესგაათავისუფლეს თანამდებობიდან.
საბოლოო შეფასებები ასეთი იყო: კუმანმა შეძლო და შესანიშნავი ინდივიდუალური ოსტატებისგან შექმნა ნამდვილი გუნდი, რომელიც იბრძოდა ნებისმიერ მეტოქესთა და აღწევდა გარკვეულ წარმატებებს, ხოლო 2002-2003 სეზონი იყო საუკეთესო ვან გაალის შემდეგ. კუმანის ბოლო განცხადებით მისთის ძალიან რთული იყო ყოველ ზაფხულს ნახევარი გუნდის გაშვება და ახალი „აიაქსის“ შენებსა. თუმცა მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ხშირად იყო კონფლიტური სიტუაციები იბრაჰიმოვიჩთან და ვან დერ ვაარტთან. ბოლოს რონალდის „აიაქსი“ დაემსგავსა „წყნარ საშინელებას“ და ეს იყო ბოლო წვეთი. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხალხს მისცა იმედი იმისა, რომ „აიაქსისთვის“ შეუძლებელი არაფერი არ არის.