პირველი პუნიკური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: fr:Première Guerre punique is a good article; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 48:
მესინასთვის ბრძოლების შემდეგ მოვლენების ზუსტი აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან იმ დროინდელი ისტორიკოსების მონაყოლები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვარაუდობენ რომ რომაელებმა სცადეს ქალაქ [[ეხტელა]]ს აღება, ასევე სირაკუზასაც შემოარტყეს ალყა, თუმცა მათი მოქმედებები აღარ იყო უწინდებურად წარმატებული. აპიუს კლავდიუსი კინაღამ ბერძენთა ტყვეობაში მოხვდა და სავარაუდოდ რეგიიში დაბრუნება მოუწია.
 
შემდეგი [[ძვ. წ. 263]] წლის კონსულები გახდნენ [[მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი]] და [[მანიუს ოტაცილიუს კრასუსი]]. ისინი 4 ლეგიონით და დამხმარე ჯარებით სიცილიაში ჩავიდნენ. მათ მოუარეს მთა [[ეტნა]]ს, აიღეს [[გადრანა]] და [[კენტორინი]]. სხვა ქალაქები კი კეთილი ნებით დაემორჩილნენ. სულ [[დიოდორე]]ს ცნობებით 67 ქალაქი გადავიდა რომაელთა მხარეს. რომაელები სირაკუზამდე მისულნი არც იყვნენ, როდესაც ჰიერონმა ჩათვალა რომ მათთან დაპირისპირებას ზავი სჯობს და კონსულებთან ელჩები გაუშვა. ზღვაზე კართაგენელთა უპირატესობის გამო, რომაულ ჯარებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ მომარაგებაში, ამიტომ მათ აწყობდათხელს აძლევდა ჰიერონთან კავშირი და ისინი დათანხმდნენ. სირაკუზას რომაელთათვის კონტრიბუცია უნდა გადაეხადა. კონტრიბუციის რაოდენობას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაერად ასახელებს.
 
ჰიერონთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ სიცილიაში 4 ლეგიონის ნაცვლად მხოლოდ 2 დარჩა, ხოლო კართაგენელთა სამხედრო კონტიგნტი სიცილიაზე პირიქით - გაიზარდა. თავის ფორპოსტად მათ ქალაქი [[აგრიგენტუმი]] აირჩიეს. დასავლეთ სიცილიაში რომაელებსა და კართაგენელებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები ცალკეული ქალაქებისთვის. დიოდორეს ცნობებით, რომაელები ხანგძლივად და უშედეგოდ ცდილობდნენ [[მაკელა]]ს აღებას. [[ეგესტა]] და [[ალიკა]] თავისი ნებით გადავიდნენ რომაელთა მხარეს. [[ილარი]], [[ტირიტი]] და [[ასკელი]] კი რომაელებმა ძალის გამოყენებით აიღეს.
ხაზი 58:
შემდეგი 5 თვის მანძილზე არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. რადგან ქალაქში დაახლოებით 50 000 ადამიანი იყო ჩაკეტილი. იქ შიმშილი დაიწყო. კართაგენელთა მხედართმთავარი [[ჰანიბალ გისკო]] ხვდებოდა რომ მდგომარეობიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვიდოდა და კართაგენში შიკრიგებს აგზავნიდა დახმარების თხოვნით. კართაგენიდან სიცილიაში ჰანონთან ჩამოვიდა ჯარები და [[სპილო]]ები. ამ უკანასკნელმა 30 000 ფეხოსნით, 1500 მხედრით და 50 სპილოთი აიღო ქალაქი [[ჰერაკლიუმი]], სადაც რომაული არმიის სურსათ-სანოვაგე ინახებოდა. რომაელებსაც რთული დღეები დაუდგათ, მაგრამ ისინი ჰიერონმა იხსნა. ამასობაში რომაელი ჯარისკაცები საკმაოდ დასუსტებულები იყვნენ ავადმყოფობებით. ჰანონმა ჩათვალა რომ ბრძოლისთვის ხელსაყრელი დრო დადგა და და სცადა რომაელთა საბრძოლველად გამოწვევა, მაგრამ ეს უკანასკნელნი არ წამოეგნენ პროვოკაციას.
 
კიდევ ორი თვე გავიდა. ქალაქში შიმშილი გაუსაძლისი გახდა. რომაელებისთვისაც გაუსაძლისი გახდა ალყა, ამიტომ ორივე მხარეს აწყობდახელს აძლევდა [[აგრიგენტუმის ბრძოლა|ბრძოლის]] დაწყება. მხარეები ბანაკენის წინ დაეწყვნენ და ბრძოლა დაიწყო. რომაელებმა მოახერხეს კართაგენელთა წინა ფლანგის გარღვევა და არეულობა შეიტანეს მათ მწყობრში. ფინიკიელთა უმეტესობა განადგურებულ იქნა, უმცირესობამ თავი ჰერაკლიუმს შეაფარა. კართაგენელთა დანაკარგების შესახებ სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაერად წერენ, თუმცა ერთი რაც ცხადია, მათ ძალიან მძიმე დანაკარგი განიცადეს. იმავე ღამეს, ჰანიბალი ქალაქში მყოფი ჯარებით ჩუმად გავიდა ქალაქიდან. რომაელებმა გვიან აღმოაჩინეს ეს და უკანა რიგებს დაესხნენ თავს. შემდეგ კი უბრძოლველად აიღეს ქალაქი. აგრიგენტუმის აღების შემდეგ რომში დაბრუნებულმა კონსულებმა [[ტრიუმფი]] გადაიხადეს.
 
== ზღვაზე საომარი მოქმედებები ==