თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ისტორია: clean up, replaced: იღწვ → იღვწ (2) using AWB
ხაზი 10:
[[1889]] წლის პირველ ოქტომბერს ცხრა საათიდან დაიწყეს ეკლესია კურთხევა. კურთხევის შემდეგ დაიწყო [[წირვა]], რომელიც დამთავრდა 12 საათზე. ეკლესიის კურთხევასა და წირვას მრავალი ხალხი დაესწრო. წირვის დროს ერთ მხარეზე გალობდნენ მონაზვნები და მეორეზე მამაკაცები. წირვის შემდეგ მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ [[გურია]]-[[სამეგრელო]]ს ეპისკოპოსმა წარმოსთქვა სიტყვა.
 
მონასტერში 100-მდე დედა იღწვოდაიღვწოდა. აქ მოღვაწეობდა წმინდა ბერი [[ალექსი (შუშანია)|ალექსი შუშანია]] და მისი მონაზვნად აღკვეცილი დედა და დები. ფუნქციონირებდა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სკოლაც, სადაც გოგონებს ქრისტეს მოძღვრებისადმი სასოებას, წიგნიერების სიყვარულსა და ხელსაქმეში დაოსტატებას უნერგავდნენ. აქვე არსებობდა [[სტამბა]]. მონასტერი თავისი ხარჯებით ბეჭდავდა [[სასულიერო ლიტერატურა]]ს და ხალხს ურიგებდა.
 
რუსეთის იმპერატორმა [[ალექსანდრე III (რუსეთი)|ალექსანდრე III]] მონასტერს ღვთისმშობლის შობის ხატი შესწირა. [[1904]] წლის მაისიდან აქ დასვენებულია [[ათონის მთა|ათონის მთიდან]] ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] მირონმდინარე ხატი ,,დაუჭკნობელ ყვავილად” წოდებული.
განსაკუთრებით აღსანიშნავია უდიდესი სიწმინდე - წმინდა [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] ცერა თითი, რომელიც ვერცხლის ლუსკუმაშია ჩასვენებული.
საბჭოთა პერიოდში გაძარცვეს საყდარი, დაანგრიეს სამრეკლო, დაფანტეს მონაზვნები. დარჩენილ ურჩ დებს ჩამოართვეს ტაძარში ლოცვის უფლება, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ მსახურებას. გასაბჭოების წლების შემდეგ ტაძარში მოღვაწე თითო-ოროლა პირთაგან აღსანიშნავია არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია. 60-იანი წლებიდან განახლდა წირვა-ლოცვა, [[1969]] წლიდან აქ მოღვაწეობდა პატრიარქის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი ''შიო ძიძავა'', რომელმაც უწინასწარმეტყველა უწმინდესს პატრიარქობა. იგი [[თეკლათი]]ს მონასტერშია დაკრძალული. აქ იღწვოდნენიღვწოდნენ ღრმად მოხუცი მონაზვნები; იღუმენია ქეთევანი, რიფსიმე და ელენე ახვლედიანები, იღუმენია ფავსტო და სქემონაზონი აკეფსიმა შუშანიები, სქემიღუმენია ელენე.
 
[[1997]] წლიდან მონასტერში იღუმენია [[ანა მუსელიანი]]ს მოსვლიდან იწყება მონასტრის ხელახალი აღორძინება. დღეისთვის მონასტერი მშვენდება იქ მოღვაწე დედებისა და დების ზრუნვით, ღვთისშვილთა საერთი ძალისხმევით.