ფედერაციული სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Map of federal states.svg|მინი|250px|მსოფლიოს ფედერაციული სახელმწიფოები]]
 
'''ფედერაციული სახელმწიფო''' ([[ლათინური ენა|ლათ]]. ''foedus – შეთანხმება'') – წარმოადგენს ნაწილობრივი თვითმმართველობის უფლების მქონე [[სახელმწიფო]]ებისა ან რეგიონების კავშირს, რომელთაც აერთიანებს ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლება. ფედერაციაში შემავალი სახელმწიფოების თვითმმართველობის სტატუსი, ჩვეულებრივ კონსტიტუციურადაა გაფორმებული და მისი შეცვლა ცენტრალური ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლებელია. ფედერაციის ტიპიურიტიპური მაგალითია [[გერმანია]], რომლის შემადგენლობაშიც შედის 16 მიწა. ფედერაციების დაარსება ხშირად ხდება რამდენიმე [[სუვერენიტეტი|სუვერენულ]] სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების საფუძველზე. იგულისხმება, რომ [[კონფედერაცია]] სტრუქტურულად იგივეა, რაც ფედერაცია. ოღონდ, ფედერაციისგან განსხვავებით, კონფედერაციას გააჩნია უფრო სუსტი ცენტრალური ხელისუფლება.
 
წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით '''ფედერაციას''' უწოდებენ ისეთ [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] რომელიც დაყოფილია ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ავტონომიებად და შეზღუდული უფლებით აღჭურვილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს წარმოადგენენ. რომლის შედეგადაც მიიღება ერთი ახალი თვისობრივი სახელმწიფო. ფედერაციის სუბიექტებს არ გააჩნიათ [[სუვერენიტეტი|სუვერენიტეტი]], მაგრამ სარგებლობენ დამოუკიდებლობით ადგილობრივი მმართველობის კუთხით. ფედერაციის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა [[პარლამენტი|საკანონმდებლო ორგანო]], [[სასამართლო|სასამართლოს ხელისუფლება]] და სხვა სახელმწიფო ორგანოები.
 
ფედერალური სახელმწიფო იცნობს ორმაგ [[მოქალაქეობა]]ს: ფედერაციის სუბიექტის მოქალაქეობა და ერთიანი ფედერაციის მოქალაქეობა. ფედერაციის სუბიექტებს აქვთ ტერიტორია, რაც არ შეიძლება შეიცვალოს ამ სუბიექტის ტანხმობის გარეშე. ფედერაციის სუბიექტებს არ აქვთ [[სეცესია|სეცესიის]] უფლება.
 
ისტორიულად, ფედერაციული სახელმწიფოების შექმნის ორი გზა არსებობს: სახელშეკრულებო და კონსტიტუციური.
 
ფედერალური ხელისუფლების ორგანიზების ნიშნების შესაბამისად გამოიყოფა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფედერაციები. ეროვნულ-სახელმწიფოებრივია ფედერაცია, სადაც მრავალეროვან სახელმწიფოში შემავალ ერებს საკუთარი სუვერენული უფლებები გადაცემული აქვთ სახელმწიფოსთვის. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფედერაციის საფუძვლებია ეკონომიკური, გეოგრაფიული, კულტურული, ენობრივი ფაქტორები.
 
სიმეტრიულია ფედერაცია, რომელშიც ფედერაციის სუბიექტები თანაბარი უფლებებით არიან აღჭურვილნი. ასიმეტრიული ფედერაციის შემადგენელ ნაწილებს კი განსხვავებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი აქვთ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[კონფედერაცია]]
*[[პოლიტიკური ეკონომია]]
 
==ლიტერატურა==
*დემოკრატია და მოქალაქეობა, რედ. ზვიად მიმინოშვილი; გვ. 82-83 — თბილისი, 2011; ISBN 978-9941-0-3667-5
 
[[კატეგორია:სახელმწიფო მმართველობის ფორმები]]