ალფონსო VIII (კასტილია): განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: მუსულმანები → მუსლიმები (2) using AWB
(clean up, replaced: მუსულმანები → მუსლიმები (2) using AWB)
 
== ბიოგრაფია ==
როდესაც მამა გარდაიცვალა, ალფონსო ჯერ არ იყო სრულწლოვანი. მისი მეურვეობისთვის და რეგენტობისთვის სასტიკი ომი დაიწყო კასტილიელ საგვარეულოებს შორის, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. [[კასტრო]]ებმა დასახმარებლად ალფონსოს ბიძას, [[ლეონის სამეფო|ლეონი]]ს მეფეს, [[ფერდინანდ II (ლეონი)|ფერდინანდ II]]-ს, უხმეს. როდესაც ალფონსო გაიზარდა, იგი [[ავილა]]ს მოქალაქეებისა და ერთგული აზნაურების თანხლებით კასტილიის ქალაქების სანახად წავიდა, თავისი უფლებების აღიარების მოსათხოვნად. როდესაც იგი [[1166]] წელს [[ტოლედო]]ში ჩავიდა, მას ხალხი სიხარულით შეეგება. მისი მომხრეების რიცხვი მატულობდა. მან დაიწყო ციხესიმაგრეების დაბრუნება, რომლებიც კასტროების, ლარების, ლეონისა და სხვა დამოუკიდებელი მთავრების ხელში იყო. ეს ომი, რომლის მიზანიც კასტილიაში წესრიგის დამყარება იყო, დამთავრდა [[1180]] წელს ფერდინანდთან სამშვიდობო ხელშეკრულებით.
 
ამასობაში ალფონსოს არ ავიწყდებოდა მავრებთან ომიც. [[არაგონი]]ს მეფის [[ალფონსო II (არაგონი)|ალფონსო II]]-ს დახმარებით მან აიღო ქალაქი [[კუენკა (ესპანეთი)|კუენკა]]. ამის შემდეგ 15 წლის მანძილზე კასტილიელები ილაშქრებდნენ [[ანდალუსია]]ში. [[1195]] წელს [[ალმოჰადები]]ს მმართველმა [[იაკუბ ალმანსორი|იაკუბ ალმანსორმა]] [[აფრიკა]]ში ჯარები მოაგროვა და ალფონსოს წინააღმდეგ გაილაშქრა. [[1195]] წლის [[1 ივლისი|1 ივლისს]] [[ალარკოსის ბრძოლა]]ში კასტილიელები სასტიკად დამარცხდნენ. [[ხერსის ბრძოლა|ხერსის ბრძოლის]] შემდეგ, რომლის შედეგადაც მუსულმანებიმუსლიმები გაბატონდნენ [[ესპანეთი|ესპანეთში]], ქრისტიანები ასე სასტიკად არ დამარცხებულან. მავრებმა დაიკავეს თითქმის მთელი [[ახალი კასტილია]] და დაიწყეს ტოლედოს ალყა, მაგრამ ვერ აიღეს იგი. მხოლოდ გვადარაის ხეობის სირთულეებმა არ მისცეს მავრებს ასტურიის მთებამდე ჩასვლის საშუალება.
 
ასეთი სავალალო მდგომარეობის მიუხედავად ლეონსა და კასტილიას შორის ომი არ შეწყდა. მაშინ, როდესაც, იაკუბს ალყა ჰქონდა შემორტყმული ტოლედოსთვის, [[მადრიდი]]სთვის და სხვა ქალაქებისთვის, დაიწყო ლეონთან და [[ნავარის სამეფო]]სთან ომი. ალფონსომ მხნეობა არ დაკარგა. მან ზავი დადო მავრებთან, გაამყარა კავშირი არაგონის მეფესთან, და სამი წელი ეომებოდა თავის ბიძაშვილს [[ალფონსო IX (ლეონი)|ალფონსო ლეონელს]]. ომი [[1197]] წელს დასრულდა ლეონელი ალფონსოს კასტილიის მეფის ასულზე ქორწინებით. ამის შემდეგ ალფონსომ ნავარის წინააღმდეგ გაილაშქრა და დაიპყრო ალავე და [[გილუსკოა]]ს პროვინცია, რომლის სენიორიც [[1200]] წელს გახდა.
 
[[1198]] წელს ამოიწურა მავრებთან დადებული ზავი და ომი განახლდა. კასტილიელთა წარმატება განაპირობა იაკუბის სიკვდილის შემდეგ მავრებში დაწყებული სამოქალაქო ომებმა. ახალმა ემირმა [[ალ-ნასრი|ალ-ნასრმა]] მხოლოდ [[1211]] წელს მოახერხა [[ტარიფა]]ში ჩასვლა. მას დიდი არმია ახლდა. მაგრამ ქრისტიანები კარგად იყვნენ შემოჭრისთვის მომზადებულები. [[რომის პაპი]]ს [[ინოკენტი III]]ს მოწოდებას ყური უგდეს რა, ბევრი ორდენის [[რაინდი]] და ასევე რაინდები სამხრეთ [[საფრანგეთი]]დან შეუერთდნენ კასტილიის და არაგონის გაერთიანებულ ჯარებს. ესპანელებს და მუსულმანებს ჯერ არასდროს არ ჰყოლიათ ამხელა ლაშქარი. თუმცა მუსულმანებიმუსლიმები ფლობდნენ უპირატესობას რაოდენობითაც და დისციპლინითაც. ალ-ნასრის შეცდომა ის იყო, რომ იგი მაშინვე არ შეებრძოლა ქრისტიანებს, არამედ დაღალა ჯარი [[სალვატიერა]]ს ხანგძლივი ალყით. ბოლო ბოლო მან გაილაშქრა ალფონსოს წინააღმდეგ და ჩაკეტა სიერა მორენას გადასასვლელები. ერთმა მწყემსმა ანახა ესპანელებს ბილიკი, რომლითაც მათ შეძლეს ლოზას საშიში გადასასვლელის მოვლით ნოვას დე ტოლოსას პლატოზე გასვლა, სადაც შეეძლოთ თავისუფლად გაშლა. აქ [[1212]] წლის [[16 ივნისი|16 ივნისს]] მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელმაც ესპანეთის შემდეგი ბედი განაპირობა. დიდი ხანი გაურკვეველი იყო გამარჯვებული. მხოლოდ მას შემდეგ როდესაც მავრების რიგები ანდალუსიელებმა მიატოვეს, ქრისტიანებმა შეუტიეს. როდესაც ემირმა დაინახა რომ ბრძოლა წაგებულია, იგი გაიქცა. ესპანელი მემატიანეების თანახმად ბრძოლის ველზე 100 000ზე მეტი გვამი იყო. გამარჯვებულებმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. ამ დამარცხებამ დაღუპა ალმოგადების სახელმწიფო და შეარყია ესპანეთში მუსულმანთა ძალაუფლება. ალფონსო ამ დიდებული გამარჯვების შემდეგ 2 წელიწადში მოკვდა.
 
== ლიტერატურა ==
{{კასტილიის მეფეები}}
{{რეკონკისტა}}
 
[[კატეგორია:კასტილიის მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1155]]
49 737

რედაქტირება