ახალი ბაბილონის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: გაანთავისუფლ → გაათავისუფლ using AWB
ხაზი 71:
ძვ.წ. 623 წელს [[ნიპური|ნიპურთან]] გამართულ ბრძოლაში [[შინ-შარ-იშკუნი]]მ თავის ძმა მეფე [[აშურ-ეტელ-ილანი]] მოკლა და სამეფო ტახტსაც დაეპატრონა, რის შემდეგაც ნაბოპალასარის მმართველობის დასრულება და ბაბილონის დაბრუნება განიზრახა. მომდევნო შვიდი წლის მანძილზე ნაბოპალასარი ასურეთის შემოტევებს იგერიებდა, ძვ.წ. 616 წლისთვის ის ისევ აკონტროლებდა სამხრეთ მესოპოტამიას (სამხრეთ შუამდინარეთს). ამ დროს ასურეთში ისევ მძვინვარებდა შიდა არეულობები, ასურეთმა დაკარგა კონტროლი კოლონიებზე, რომლებმაც მოიპოვეს უპირატესობა სხვადასხვა საკითხებში, რამაც მათ თავისუფლება მოუტანა.
 
ძვ.წ. 616 წელს ნაბოპალასარმა საკუთარი არმიით [[აშური (ქალაქი)|აშურსა]] და [[არაფა (ქალაქი)|არაფას]] ალყა შემოარტყა, თუმცა დამარცხდა. ნაბოპალასარმა ასურეთის სხვა მორჩილებთან [[მიდია|მიდიელებთან]], [[სპარსელები|სპარსელებთან]], [[ელამი|ელამებთან]] და [[სკვითები|სკვითებთან]] ალიანსი შექმნა. ძვ.წ. 614 და 615 წლებში შეუტიეს [[აშური (ქალაქი)|აშურსა]] და [[არაფა (ქალაქი)|არაფას]], რის შედეგადაც ორივე ქალაქი დაეცა. ძვ.წ. 613 წლისთვის ასურეთი ჯერ კიდევ იგერიებდა ბაბილონისა და მიდიის შემოტევებს. თუმცა ძვ.წ. 612 წელს ნაბოპალასარი და მიდიელების მეფე [[კიაკსარი]] სათავეში ჩაუდგნენ კოალიციის არმიას, რომელშიც ერთიანდებოდნენ [[ბაბილონი|ბაბილონელები]], [[მიდია|მიდიელები]], [[სკვითები]] და [[კიმერიელები]], ერთიანი ძალებით მათ შეუტიეს [[ნინევია]]ს, ალყამ სამ თვეს გასტანა, საბოლოოდ კი ქალაქი დაეცა. ამის შემდეგ უკვე ბაბილონი აკონტროლებდა ასურეთს, ასევე აკონტროლებდა ასურეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ კოლონიებს.
 
ასურელი გენერალი [[აშურუბალიტ II]] გახდა ასურეთის მეფე და ახალ დედაქალაქად [[ჰარანი]] გამოაცხადა. ნაბოპალასარმა და მისმა მოკავშირეებმა [[აშურუბალიტ II|აშურუბალიტ II-ს]] ქალაქ [[ჰარანი|ჰარანში]] ალყა შემოარტყეს და ძვ.წ. 608 წელს ქალაქი აიღეს. ამის შემდეგ აშურუბალიტ II გაქრა.
ხაზი 79:
[[ნაბუქოდონოსორ II]] მისი მამის [[ნაბოპალასარი]]ს გარდაცვალების შემდეგ გახდა ბაბილონის მეფე. ნაბუქოდონოსორი იყო ქალაქების მფარველი და მათი მშენებელი. მან ბაბილონის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი აღადგინა. სწორედ მისი მშენებლობებით გახდა ბაბილონი ლამაზი და ლეგენდარული. მისი ქალაქი სამ კვადრატულ მილზე იყო განფენელი, რომელსაც გარს თხრილები და ორმაგი კედელი ეკრა. მდინარე [[ევფრატი]] ქალაქის ცენტრს მიუყვებოდა, მდინარეზე კი ლამაზე ქვის ხიდი იყო აშენებული. ქალაქის ცენტრში მდებარეობდა [[ზიქურათი]], რომელსაც [[ეტემენანკი]], "საზღვრის სახლი ზეცასა და დედამიწას შორის" ერქვა, მოგვიანებით მას [[მარდუქი]]ს ტაძარი დაერქვა.
=== ამელ-მარდუქი (ძვ.წ. 562 – ძვ.წ. 560) ===
ამელ-მარდუქი იყო [[ნაბუქოდონოსორ II]]-ის შვილი და შთამომავალი. მან მხოლოდ ორი წლის მანძილზე იმეფა ([[ძვ. წ. 562|ძვ.წ. 562]] – [[ძვ. წ. 560|ძვ.წ. 560]]). მეფეების ბიბლიური წიგნის თანახმად, მან შეიწყალა და გაანთავისუფლაგაათავისუფლა [[იეხონია]], [[იუდეველთა სამეფო|იუდეველთა]] მეფე, რომელიც [[ბაბილონი|ბაბილონში]] 37 წლის მანძილზე იყო პატიმარი. სავარაუდოდ, ამით [[ამელ-მარდუქი]] ცდილობდა მისი მამის პოლიტიკის შეცვლას, აბელი მისმა სიძემ [[ნერიგლისარი|ნერიგლისარმა]] მოკლა.
=== ნერიგლისარი (ძვ.წ. 560 – ძვ.წ. 556) ===
[[ნერიგლისარი]] იყო სტაბილური და მტკიცე მმართველი, რაზეც მეტყველებს მის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი სამუშაოები, აღდგენილი ტაძრები და ა.შ. მან ასევე ჩაატარ წარმატებული სამხედრო კამპანია [[კილიკია]]ში, რომელიც ემუქრებოდა ბაბილონის ინტერესებს. მიუხედავად ამისა, ნერიგლისარმა მხოლოდ ორი წელი იმეფა, იგი მისმა ახალგაზრდა ვაჟმა [[ლაბაშ-მარდუქი]]მ ჩაანაცვლა. ასევე უცნობია ნერიგლისარი [[ქალდეველები|ქალდეველთა ტომის]] წევრი იყო თუ ქალაქ [[ბაბილონი]]ს მკვიდრი.