გნეუს მარციუს კორიოლანუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 23 interwiki links, now provided by Wikidata on d:q570532 (translate me)
No edit summary
ხაზი 32:
მარციუსმა სასამართლოს გადაწყვეტილება გარეგნული სიმშვიდით მიიღო, დაემშვიდობა დამწუხრებულ დედას და მეუღლეს და დატოვა [[რომი]]. რამდენიმე დღე მან გაატარა ქალაგარეთ თავის ვილაში, სადაც ვოლსკებთან გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
 
მარციუსი გადაცმული გაემართა ქალაქ [[ანტიუმი|ანტიუმში]], სადაც მეფე იყო ტულუს ამფიდიუსი. მან მოახერხა მეფემდე ისე მისვლა, რომ ვერავინ ვერ იცნო, მეფეს კი მოახსენა რომ რომიდან განდევნილია და ყოფილი თანამოქალაქეების დასჯა სურს. ტულუსს გაეხარდაგაუხარდა განთქმული რომაელი მეომრის მის მხარეზე გადმოსვლა. სანამ რომში პატრიციების და პლებეების დაპირისპირება გრძელდებოდა, ანტიუმში უკვე მიდიოდა ახალი ომის შესახებ საიდუმლო მოლაპარაკებები.
 
სანამ ანტიუმში მოხერხდებოდა ჯარების შეკრება, მარციუსმა დაიწყო რომის შემოგარენში მოხალისეთა რაზმით თარეში. რომში შიდა დაძაბულობის გასამწვავებლად მან ჯარისკაცებს უბრძანა პატრციების სახლებისთვის და მამულებისთვის ხელი არ ეხლოთ. როდესაც ვოლსკების ჯარი შეიკრიბა, გადაწყდა რომ ნაწილი ქალაქების დასაცავად უნდა დარჩენილიყო, და ნაწილს რომისკენ გაელაშქრა. დარჩენილ ნაწილს სათავეში ტულუსი ჩაურგდა, ხოლო მეორე ნაწილის მხედართმთავარი მარციუსი გახდა.