დამატი იბრაჰიმ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
|ხელმოწერა =
}}
'''დამატი იბრაჰიმ-ფაშა''' ({{lang-tr|Damat İbrahim Paşa}}}}; დ. [[1517]] —გ. [[1601]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] დიდი ვეზირი ([[1596]], [[1596]]-[[1597]], [[1599]]-[[1601]] წწ.), ეგვიპტის ბეილერბეი ([[1583]]-[[1585]] წწ.). ცნობილია ასევე, როგორც [[ნადკანიჟა|კანიჟეს]] დამპყრობელი. დამატი (სულთნის სიძე). სულთან [[მურად III]]-ის დის, აიშეს ქმარი.
 
თურქული წყაროების მიხედვით იგი არის „[[ბოსნიელები|ბოსნიელი]] ან [[ხორვატები|ხორვატი]]“<ref name="Sevinç1985">{{cite book|author=Necdet Sevinç|title=Osmanlı sosyal ve ekonomik düzeni|url=http://books.google.com/books?id=XjlLAQAAIAAJ|year=1985|publisher=Üçdal Neşriyat|quote=Damat İbrahim Paşa — Milliyeti : Boşnak yahut Hırvat,}}</ref>. სავარაუდოდ დაიბადა [[ბოსნიის სანჯაყი]]ს ქალაქ [[დომისლიკა]]ში. სულნის კარზე დაწინაურდა [[სოკოლუ მეჰმედ-ფაშა]]ს მმართველობის პერიოდში. [[1581]] წელს სოკოლუს გარდაცვალების შემდეგ მალევე, დაქორწინდა სულთნის დაზე, აიშეზე და დაინიშნა ეგვიპტის ბეილერბეიდ. [[1596]] წელს პირველად გახდა დიდი ვეზირი. მან თავი გამოიჩინა თავისი გონივრულობით და მოწესრიგებულობით დაიწყო მომზადება მთლიანი თურქული ლაშქარის შექმნისთვის ავსტრიის წინააღმდეგ. ლაშქრობა წარმატებით მიდიოდა. იბრაჰიმ ფაშამ მიიღო სულთნისგან ახალი სახელი „[[ეგერი]]ს დამპყრობელი“ ასევე ის იყო ერთ- ერთი დიდი ვეზირი, რომელიც ფლობდა კარგ სამხედრო ძალას. მან ხელი შეუწყო სახელმწიფოს განმტკიცებას და სახელმწიფოს შემოსავლების კონტროლს.