აგნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 52 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q394867
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Agni god of fire.jpg| thumb| აგნი - ცეცხლის ღმერთი ]]
'''აგნი''' (სანსკრ. ცეცხლი, ცეცხლის ღმერთი) — ინდუიზმში არის ღვთიურის ცეცხლოვანი ფორმა. წინარეინდუისტურ, [[ვედები|ვედურ]] რელიგიაში ითვლება შუამავლად ადამიანსა და ღმერთებს შორის. ვედური ჰიმნებში იგი იწოდება "ყველგან შემაღწეველ სულად", რომლის მანიფესტირებაც ღმერთები არიან. იგი ვლინდება მიწაზე ცეცხლის სახით, ჰაერში ელვის სახით (ინდრა) და ზეცაში მზის სახით (სურია).
'''აგნი''' — ინდუისტიკურ [[ვედები|ვედურ]] მითოლოგიაში სახლის კარის ცეცხლის და შეწირვის კოცონის ღმერთი. მისი ძირითადი ფუნქცია არის ადამიანებსა და ღმერთების შორის შუამავლობა. აგნის გაჩენაზე უამრავი მითი არსებობს: იგი წყალმა გააჩინა, საკუთარმა თავმა, დილის სხივებმა, [[დაქში]]ს შვილია და ა.შ. აგნი ითვლებოდა დედამიწის ღმერთებს შორის უმთავრესად, რომელიც იტაცებდა შეწირულ მსხვერპლს ცეცხლის ალით და მას ღმერთებს აძლევდა. მითების თანახმად ის ერთიანია და მრავალია, რადგანაც დაიბადა სამ ადგილას — დედამიწაზე, ცაში, და წყალში; მას გააჩნია სამი საცხოვრებელი, სამმაგი ნათება, სამი სიცოცხლე, სამი ძალა, სამი თავი, სამი ენა. ითვლებოდა, რომ აგნი კეთილი იყო ადამიანთა მიმართ, აერთიანებდა განშორებულებს, მოაქვს სიმდიდრე , მაგრამ სასტიკია მტერთადმი და სიბნელისადმი.
 
ვედების შემდგომ ხანაში აგნის საკულტო მნიშვნელობამ იკლო, თუმცა ინდოელთა თანამედროვე რელიგიურ ყოფაში დიდ როლს თამაშობს რიტუალური ცერემონიების დროს (მაგ: განწმენდა, ბინის კურთხევა, ქორწინება და ა.შ).
 
აგნი გამოისახება როგორც მოხუცი, ორთავიანი, სამფეხიანი, შვიდხელიანი, ექვსთვალიანი და ოთხრქიანი კაცი, რომელსაც აცვია წითელი ტანისამოსი და წმინდა თასმა ჰკიდია მკერდზე. მისი დროშა არის კვამლი, ხოლო მისი თანმხლები ცხოველი- ერკემალი.
 
[[კატეგორია:ინდური მითოლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აგნი“-დან